სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაამთავრებენ თუ არა წელს მე-11 კლასელები სკოლას - ოფიციალური განმარტებები
02-12-2025
-
+


დღეს, 2 დეკემბერს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას წარადგენს და პასუხი გაეცემა არაერთ კითხვას, მათ შორის: „დაამთავრებენ თუ არა წელს მე-11 კლასელები სკოლას?“

თუმცა მანამდე პრემიერმა - ირაკლი კობახიძემ და განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა სხვადასხვა დროს ამ საკითხზე გარკვეული განმარტებები უკვე გააკეთეს.

„უნდა გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე, ამას აუცილებლად გავაკეთებთ: მეორე - თუ არ არის აუცილებელი მიზნების მიღწევისთვის 12 წელი სწავლა, მაშინ, რა თქმა უნდა, სჯობს, გადავიდეთ 11 წელიწადზე. 

როდესაც პირველი კურსიდან მიდის ბავშვი სასწავლებლად საზღვარგარეთ, მათი უდიდესი ნაწილი აღარ ბრუნდება ქვეყანაში. ამიტომ საზღვარგარეთ წასვლას მინუსი მეტი აქვს, ვიდრე პლუსი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს თითოეული მოსწავლის და მშობლის არჩევანია. ამაში ჩვენ ვერ შევალთ, მაგრამ ვინმეს თუ სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, აქაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი. პირველი – ეს მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს; კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა; მეორე – რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქაც თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ გაიაროს მე-12 კლასი, რათა შემდეგ ადვილად განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის შეიქმნება სპეცკლასები სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, შეგვიძლია, თითოეულ რაიონში შევქმნათ შესაბამისი სპეცკლასები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა კი სატელევიზიო ეთერში განმარტა, „მიუხედავად იმისა, უცნობია, კონკრეტულად, როდიდან ამოქმედდება ცვლილებები, ახლანდელ მე-11 კლასს ისინი არ შეეხება“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება