სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეს არ არის დასჯა“... - განმარტებები არასრულწლოვანთა შესახებ კანონთან დაკავშირებით
21-11-2025
-
+


„პრაქტიკაში დაინერგება ის მექანიზმი, რომელიც პირველ რიგში დაიცავს ბავშვებს იმ რთული მოვლენებისგან, რაშიც ისინი არიან ჩართული“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ არასრულწლოვანთა შესახებ კანონზე საუბრისას.

მისი თქმით, მეორე მხრივ, საზოგადოებას ექნება განცდა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ბავშვებზე, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული.

„უნდა განვასხვაოთ - ეს არ არის დასჯა, ეს არის ზრუნვა. არაერთი ქურდობის, ყაჩაღობის, ძარცვის და სხვადასხვა ტიპის ძალადობრივი დანაშაულების შემთხვევები გვქონდა. სამწუხაროდ, სახელმწიფოს სამართლებრივად არ გააჩნდა ქმედითი ბერკეტები ასეთ დროს რეაგირების. შესწავლილია საერთაშორისო ევროპული გამოცდილება, გერმანული მოდელი, სადაც იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ ვიზიტით. შეხვდნენ იქ არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელობას, გაიაზრეს და გაიარეს თითოეული ის პროგრამა, რაც ფუნქციონირებს. როგორც დაგვარწმუნეს გერმანელმა სპეციალისტებმა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოდელი მსგავსი ტიპის შემთხვევებისთვის.

პრაქტიკაში დაინერგება ის მექანიზმი, რომელიც პირველ რიგში დაიცავს ბავშვებს იმ რთული მოვლენებისგან, რაშიც ისინი არიან ჩართული. მეორე მხრივ, საზოგადოებას ექნება განცდა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ბავშვებზე, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და მათ მიმართ განხორციელდება სარეაბილიტაციო ღონისძიებები“, - აღნიშნა დარახველიძემ.

„ევროპის არაერთი ქვეყანაა, სადაც ამ ასაკის და უფრო დაბალი ასაკის ახალგაზრდებშიც მსგავსი პასუხისმგებლობის კომპონენტი არის დადგენილი, თუმცა ეს არის უკიდურესი ფორმა“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალურ კანონზე საუბრისას.

მისივე თქმით, არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონი პირველ რიგში ასრულებს პრევენციულ ხასიათს.

„მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომელსაც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს“.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება