სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი, სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლა

''ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის’’ გამოვლენას ყველა მოუთმენლად ველოდებით'' - ლაგოდეხში ინტელექტ-შეჯიბრის შესარჩევი ტური ჩატარდა
02-10-2017
-
+


ლაგოდეხში ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში, ლაგოდეხის გამგეობა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი და მისი დირექტორი მანანა გოზალიშვილი,  რესურსცენტრთან და სკოლების წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.     

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.  

ლაგოდეხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მანანა გოზალიშვილი:

"მეხუთე წელია ვატარებთ ‘’ეტალონს’’. ინტელექტ-შეჯიბრი ნიჭიერი და კრეატიული მოსწავლეების გამოვლენას უწყობს ხელს. ძალიან კმაყოფილები არიან მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლები და მშობლები. ‘’ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის’’ გამოვლენას ყველა მოუთმენლად ველოდებით.'' 
 
ჭაბუკიანის სკოლის დირექტორი ნათელა არაბული: 

''ეტალონის'' შესარჩევი ტური საინტერესოდ ჩატარდა. ბავშვებისა  და მშობლების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. შედეგები ჯერჯერობით არ ვიცით. მცირერიცხოვანი კონტიგენტი გვყავს. მიუხედავად ამისა, ყველა აქტიურად ჩაერთო. მოსწავლეებს თავიანთი ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობა მიეცათ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.''

"ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება