| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ძიმითის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა მე-4 კლასელებს ემოციურად გამოემშვიდობა და ბავშვებს სამახსოვრო ვიდეო მიუძღვნა.
„მასწავლებლის ცხოვრებაში დგება ისეთი დღე, როცა დედის კალთას ამოფარებული, დამფრთხალი თვალებით, გაუბედავი ნაბიჯებით, შემოაბიჯებენ შენს სამყაროში...შემდეგ კი ისინი შენი ცხოვრების ნაწილი ხდებიან, ასე უჩვეულოდ შევხვდი „ჩემს რაინდებს“. ისინი გახდნენ ჩემი ცხოვრების ფიქრის ნაწილი, გაცნობის შემდეგ ნელ-ნელა გაჩნდა სხვადასხვა გრძნობები: ზრუნვა, ნდობა, იმედი, სიყვარული და გაფრთხილება...
ერთად ვსწავლობდით, ვაგროვებდით ცოდნასა და გამოცდილებას და ვავსებდით ცოდნის კალათას...ვიზრდებოდით ერთმანეთის დახმარებით, ვეჩვეოდით ერთმანეთს!.. სწორედ ისინი არიან ყველაზე კრეატიულები, ყველაზე მამაცები, ყველაზე ერთგულები და მოსიყვარულეები.
გილოცავთ IV კლასის წარმატებით დასრულებას...მიყვარხართ და მომენატრებით“, - მიმართა ირმა მასწავლებელმა პატარებს.
იხილეთ ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა