სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კინო სკოლაში“ - საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაფხულის დღეებს საინტერესო ფილმების განხილვაში ატარებენ
06-08-2020
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ, წლის დასაწყისში გამოთქვა სურვილი სკოლაში ჩატარებულიყო პროექტი - „კინო სკოლაში“. რადგან იდეა პანდემიის გამო, შემოდგომა-გაზაფხულის სეზონზე ვერ განხორციელდა, მოსწავლეები საინტერესო ფილმების განხილვაში ზაფხულის დღეებს ატარებენ.

„ზაფხულის ცხელ დღეებში კინომისიონერ ქეთი დარჩიასთან ერთად აქტიურად დავიწყეთ საგანმანათლებლო ფილმების ჩვენება.

პროექტი „კინო სკოლაში“ მიმდინარეობს ფილმების ჩვენებისა და დისკუსიის ფორმატში, რაც მოსწავლეებს კარგ მაყურებლებად ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს. სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის მიხედვით შერჩეული ფილმები მოზარდებისათვის დაუვიწყარი გამოცდილებაა, რომელიც ფილმის ღრმა აღქმასთან ერთად, ცხოვრებაში გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება და  სამყაროს უფრო სიღრმისეულად შეხედავენ. 

4 აგვისტოს ღია სეანსი გაიმართა რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ტრილოგიის („გაღმა ნაპირი“, „სიმინდის კუნძული“ და „ხიბულა“) პირველი ფილმის ჩვენება. ფილმის დასასრულს ქეთი დარჩიამ ისაუბრა ფილმის იდეაზე და თემაზე, რომელიც „გაღმა ნაპირის“ გადაღების შთაგონებად იქცა. მოზარდებს გააცნო კინოსპეციფიკის შინაარსი და ისაუბრა ფილმის დრამატურგიაზე, პერსონაჟისთვის მსახიობის შერჩევასა და საოპერატორო ხელოვნებაზე. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა „გაღმა ნაპირის“ მთავარი გმირის როლზე თედო ბექაურის შერჩევისა და ფილმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდის გადაღებების გახსენება. 

რეჟისორმა ჩართვის დასასრულს გზავნილი დაუტოვა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს:

„სადაც არ უნდა იყოთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ ცხოვრობთ ერთიანი საქართველოს შუაგულში და არა აფხაზეთის საზღვართან ახლოს, სანამ ეს გემახსოვრებათ, ჩვენი ქვეყნის შიდა საზღვრები არ იარსებებს“. 

მადლობას ვუხდით პროექტს „კინო სკოლაში“,  რომელმაც ძალიან საინტერესოდ აქცია ჩვენი საზაფხულო დღეები. წარმატებებს ვუსურვებთ პროექტს და ჩვენს სკოლას“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება