სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლელის - ნია ქობულიას „სხვა სამყარო“ და წარმატებული ონლაინ-სწავლება
22-07-2020
-
+


მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლება ყველასთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას მას ღირსეულად გაუმკლავდა და ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა.

თავიდანვე ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმა ზედმიწევნით შესრულებულიყო და მოსწავლეთა ჩართულობით რომ ვიმსჯელოთ, წყალტუბოს სასკოლო საზოგადოებამ ხარისხი უდავოდ დადო, ხოლო იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც გლობალური პანდემიის დროს, დისტანციური სწავლების პროცესში გამოიჩინეს აქტიურობა, შესთავაზეს სხვადასხვა სასწავლო დამხმარე რესურსი, ვიდეორგოლები თუ სხვ. ასევე მონაწილეობა მიიღეს სკოლის მიერ გამოცხადებულ ონლაინ-კონკურსში „სხვა სამყარო ჩემი“, სკოლის ადმინისტრაციამ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:

სკოლის ფეისბუქ-გვერდი ერთი დღით ინდივიდუალურად დაეთმობა ერთ მოსწავლეს!

„აქ თავს მოიყრის ის ნაშრომები, რომლითაც კონკრეტულად გამოიჩინა თავი ბავშვმა. ამით გვინდა გავზარდოთ მოსწავლის მოტივაცია და გავაღრმაოთ ურთიერთობები სკოლას, მოსწავლესა და მშობელს შორის“, - აცხადებს  წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და ამჯერად მეშვიდეკლასელ ნია ქობულიას წარმოგვიდგენს, - „ნია აქტიურად იყო ჩართული დისტანციურ სწავლებასა და ონლაინ-ღონისძიებებში. მან მოამზადა დამხმარე რესურსები ვიდეორგოლების სახით, კითხულობდა პოეტურ შედევრებს ქართულ ენაზე,თამარ მეფეზე,პატრიოტიზმზე... მონაწილეობა მიიღო კონკურსში:„სხვა სამყარო ჩემი“ ; მოამზადა ვიდეორგოლები მუსიკაში:„ხელოვნება და მუსიკა“, სლოგანით „ყველაფერი კარგად იქნება“ - სკოლის ცხოვრების ამსახველი ვიდეო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ოჯახის საერთაშორისო დღის, ეროვნული სამოსის, ეროვნული გმირის - მარო მაყაშვილის, ბავშვთა დაცვის დღის, წმ.გიორგის ხსენების დღის და სხვა ღირსშესანიშნავ მოვლენებთან დაკავშირებით.
გლობალური პანდემიის დროს ვიდეორგოლები სლოგანებით - „დარჩი სახლში, ყველაფერი კარგად იქნება“,„ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ და სხვ.

ვუსურვოთ ნიაკოს მომავალი წარმატებები“!

იხილეთ ფოტოები და ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება