სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებს ახალი ბრძანებით სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მოსწავლეთა შეფასების ინდიკატორები განესაზღვრათ
16-07-2020
-
+


მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში განისაზღვრა ისეთი ინდიკატორები, როგორებიცაა - სასწავლო პროცესის დაგეგმა, სწავლის სტრატეგიის შემუშავება, სასწავლო რესურსების გამოყენება და მოსწავლეთა შეფასება.

etaloni.ge გთავაზობთ თითოეული ამ ინდიკატორის დეტალურ ინსტრუქციას:

სასწავლო პროცესის დაგეგმვის ინდიკატორები:

ა) სხვადასხვა ტიპის საგნობრივი სასწავლო გეგმების ცოდნა და შემუშავება;

ბ) სასწავლო პროცესის დაგეგმვისას კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპებისა და დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინება;

გ) კლასგარეშე (ექსტრაკურიკულარული)/არაფორმალური აქტივობების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით;

დ) სასწავლო პროცესის დაგეგმვისას  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება და ციფრული მოქალაქეობის პრინციპების გათვალისწინება;

ე) სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინება.

სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენების ინდიკატორები:

ა) სასწავლო პროცესში სხვადასხვა დონის კურიკულუმების გამოყენება და მოდიფიცირება გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, ასევე მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით;

ბ) თითოეული მოსწავლის, მათ შორის სსსმ მოსწავლის, საჭიროებასა და ინტერესებზე მორგებული სასწავლო მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება;

გ) მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით შესაბამისი მრავალფეროვანი, ინტერაქციული სტრატეგიების გამოყენება;

დ) მოსწავლეებში ბუნებრივი და სოციალური გარემოსადმი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა – მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული სტრატეგიების გამოყენება;

ე) მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება;

ვ) მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების (დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება) განვითარებასა და სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება;

ზ) თითოეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება;

თ) მოსწავლეთა  ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების (მაგ., საგნობრივი წრეები/კლუბები, სპორტული, სახელოვნებო ღონისძიებები და სხვ.)  განხორციელება.

სასწავლო რესურსების გამოყენების ინდიკატორები:

ა) მრავალფეროვანი, სასწავლო მიზნის შესაბამისი, სკოლაში და სკოლის გარეთ არსებული რესურსების ადაპტირება და ეფექტიანი გამოყენება;

ბ) მოსწავლეებისათვის სასწავლო რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობა და უსაფრთხო გამოყენება;

გ) სასწავლო მიზნისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასწავლო რესურსის მოძიება ან/და მომზადება მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით;

დ) სასწავლო რესურსის მოძიება, მომზადება და გამოყენება მოსწავლეთა კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინებით;

ე) სასწავლო მიზნისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასწავლო რესურსის მოძიება ან/და მომზადება მედიაწიგნიერების პრინციპების გათვალისწინებით.

მოსწავლეთა შეფასების ინდიკატორები:

ა) მოსწავლეთა შეფასებისას შეფასების ძირითად პრინციპებზე ორიენტირება;

ბ) სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების ფორმების გამოყენება;

გ) ეფექტიანი განმავითარებელი შეფასების/უკუკავშირის მიწოდება;

დ) მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზი ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით და სასწავლო პროცესის დაგეგმვა მასზე დაფუძნებით;

ე) მოსწავლეთა შედეგების შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიების/ინსტრუმენტების გამოყენება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება