სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებელს სიახლის ძებნის სურვილი უნდა ჰქონდეს“- ველევის საჯარო სკოლის დირექტორი გვიზიარებს ხედვას თუ როგორი უნდა იყოს 21 -ე საუკუნის პედაგოგი
15-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად თანამედროვე მასწავლებელზე, რომლის ფარგლებში დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები საკუთარ მაგალითებს და ხედვებს გვიზიარებენ.  

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის დირექტორი კატუშა გოგსაძე გვიზიარებს შეხედულებას თუ როგორი უნდა იყოს 21 -ე საუკუნის მასწავლებელი. 


                                                            21 -ე საუკუნის მასწავლებლის შესახებ

იცვლება დრო. დროის ცვალებადობას ემორჩილება ყველაფერი. ასეთი გამოთქმაც არსებობს: „დრონი მეფობენო“ და, რა თქმა უნდა, ადამიანმაც უნდა აუწყოს ფეხი დროის გამოწვევებს. ეს, პირველ ყოვლისა, ეხება მასწავლებელს, რადგან არ შეიძლება ის დროს ჩამორჩეს, მას ხომ მომავლის თაობა ჰყავს აღსაზრდელი. 21-ე საუკუნე ტექნიკისა და ემოციური სიცივის საუკუნეა. ადამიანებს შორის ტექნიკა ჩადგა, ურთიერთობები კი გაკომერციულდა და საჭიროებამდე დავიდა. გაუცხოება, საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტვა, ადამიანური ურთიერთობის დეფიციტი, ვალდებულება ეგოცენტრიზმმა ჩაანაცვლა, ვირტუალურ სამყაროში ყოფნა კომფორტული და მოსახერხებელი გახდა და მასწავლებელი, ისევე როგორც მშობელი, ახალი გამოწვევის წინაშე დადგა -გამოსტაცოს ბავშვი ვირტუალურ სამყაროს და ასწავლოს ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენება. მართალია, პედაგოგობა პროფესიაა, მაგრამ უპირველესად, ნიჭია.
მასწავლებელს ალღოს აღებისა და სიტუაციის მართვის უნარი უნდა ჰქონდეს, უნდა შეეძლოს ნდობის მოპოვება და ასე იქცეს ლიდერად, იყოს ინტელექტუალური პარტნიორი, ბავშვს სწავლას უნდა ასწავლიდეს, ფსიქოლოგი უნდა იყოს, შეეძლოს ბავშვის სულის მოძრაობის ამოცნობა და თანალმობა, ემპათია; ნაბიჯ-ნაბიჯ მოსწავლეს ასწავლოს ფიქრი და საკუთარი თავის შეფასება - კრიტიკული აზროვნება; უნდა დაეხმაროს შესაძლებლობების აღმოჩენასა და რეალიზებაში, ვინ იცის ვისში ვინ იმალება!

კარგა ხანია ტრადიციული სწავლება რუტინად იქცა, მასწავლებელს სიახლის ძებნის სურვილი უნდა ჰქონდეს, მოსწავლეებს სიახლე უყვართ, რათა ყოველი მეცადინეობა საინტერესო სპექტაკლად იქცეს, თვითონ კი იყოს სპექტაკლის რეჟისორი-მასწავლებელი უნდა იყოს შემოქმედი;

სწავლებაში ეფექტურად იყენებდეს არაფორმალურ სწავლებას -პროექტები, ლიტერატურული დილა-საღამოები, ლაბორატორიული სამუშაოები, სადაც მოსწავლეები თვითონ იქნებიან აქტიურნი, მასწავლებელი კი ფასილიტაციას გაუწევს; პატივს სცემდეს მოსწავლის აზრსა და ეხმარებოდეს სწორი დასკვნის გამოტანაში.

ვფიქრობ, დიდ ცოდნასა და ერუდიციასთან ერთად ყველა ამ უნარების მქონე პედაგოგი მოიპოვებს მოსწავლეთა პატივისცემას.

ამბროლაურის მუნიციალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის დირექტორი კატუშა გოგსაძე.

სტატია გამოგზავნილია - თემის - თანამედროვე მასწავლებელი - აქტიური და პროფესიონალი გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება