სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული გამოცდები 2020 - აბიტურიენტები ამ წუთებში ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებს წერენ
06-07-2020
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ტესტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. 

გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო და 9 საათზე დასრულდა. რეგისტრაციის პროცესმა მშვიდ ვიტარებაში ჩაიარა. ამ წუთებში აბიტურიენტები საგამოცდო ტესტზე მუშაობენ. გამოცდა 13 საათზე დასრულდება. ამ საგნის ტესტირება წელს 1 სესიად ჩატარდება. 

გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ესენია:  ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი და ხულო. 

ყველა ცენტრი აღჭურვილია საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ამასთან, პანდემიის გამო წელს დამატებითი წესები მოქმედებს. საგამოცდო სექტორებში დამონტაჟებულია კამერები, ოთახები აღჭურვილია შესაბამისი ავეჯითა და სხვა საჭირო ინვენტარით, მათ შორის, თერმოსკრინინგის მოწყობილობით, დეზობარიერებით. ყოველ სამუშაო მაგიდას წინა მხრიდან აქვს გამჭვირვალე დამცავი ფარი და მაგიდებს შორის 2-მეტრიანი დისტანციაა დაცული.

აბიტურიენტებს პირბადე შესვლიდან საკუთარ მაგიდასთან განთავსებამდე უნდა ეკეთოთ. მაგიდასთან პირბადის მოხსნა შეეძლებათ. თუმცა, თუ კონდიციონერი ჩაირთვება, პირბადის გაკეთება სავალდებულოა. კონდიციონერი ოთახებში 30 გარდუსის და უფრო მაღალი ტემპერატურის დროს ჩაირთვება. 


ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი.

➡️ იხილეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი:

6-11 ივლისი (პირველი  სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;

6 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;

12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;

13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;

14 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;

15 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;

16 ივლისი (პირველი სესია) - ბიოლოგია;

17 ივლისი (პირველი  სესია) - რუსული  ენა;

17 ივლისი (პირველი და მეორე  სესია) - ინგლისური ენა;

17 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;

18 ივლისი (პირველი სესია) - რუსული  ენა;

18 ივლისი (პირველი და მეორე სესია)  - ინგლისური ენა;

19 ივლისი (პირველი სესია)  - გერმანული ენა;

19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

20 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;

21 ივლისი (პირველი სესია) - ზოგადი უნარები;

21 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;

22 ივლისი (პირველი სესია) -  ფიზიკა;

22 ივლისი (პირველი სესია) -  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

23 ივლისი (პირველი სესია) - გეოგრაფია;

24 ივლისი (პირველი სესია) -  ქიმია;

25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება.

ასევე დაგაინტერესებთ:

საგამოცდო ცენტრების სია და დამატებითი ტრანსპორტის მარშრუტები ცნობილია

ეროვნული გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა: რა შეიცვალა აბიტურიენტებისთვის?

როგორ გამოიყურება საგამოცდო ოთახები და რა პირობებში დაწერენ გამოცდას აბიტურიენტები - ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება