სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ გამოიყურება საგამოცდო ოთახები და რა პირობებში დაწერენ გამოცდას აბიტურიენტები - ფოტოები
04-07-2020
-
+


წელს განსხვავებული ეროვნული გამოცდები გველის - აბიტურიენტებსაც და გულშემატკივრებსაც გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ და სწორედ ამიტომ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, N103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მედიის წარმომადგენლებისათვის ღია კარის დღე მოაწყო. ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განათლების მინისტრის მოადგილესთან, ნუნუ მიცკევიჩთან ერთად, ჟურნალისტებს დეტალურად გააცნო საგამოცდო პროცედურები და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციები.

გამომცდელებასც, აბიტურიენტებსაც, გულშემატკივრებსაც გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ:

1. გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე;

2.ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით.



„აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ პირადობის მოწმობით და საგამოცდო ბარათით უნდა მობრძანდნენ და კარგად უნდა დააკვირდნენ რომელ ცენტრში, რომელ საათზე და რომელ დღეს უნდა გამოცხადდნენ. ასევე, მათ შეუძლიათ მოიტანონ წყალი პლასტმასის ბოთლით, უფლება აქვთ შემოიტანონ ხურდა ფული და გარდა ამისა, შეუძლიათ მოიტანონ გელიანი კალამი, რომელიც უნდა იყოს შავი ფერის 0,5 -0,7 მმ ბურთულიანი თავით. ყველა სხვა დანარჩენი ნივთი არ არის დაშვებული. თუ მათ აუცილებლად სჭირდებათ, რომ სხვა ნივთიც მოიტანონ, მაშინ ამ ნივთის ჩაბარება მოუწევთ, მაგრამ რეკომენდაცია არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნივთები მოიტანონ. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის პოლიციის მიერ მოხდება მათი შემოწმება, თავადაც უნდა გაფრთხილდნენ, რათა არ შეყვეთ ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობა, დამხმარე მასალა ან ელექტრო საათი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, თუ ეს მოწყობილობები სექტორში აღმოჩნდება, ისინი ავტომატურად მოიხსნებიან გამოცდიდან“ - განაცხადა სოფო გორგოძემ.



ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოცდო პროცესზე მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვისაც განისაზღვრა წესები. „არსებული ვითარების გათვალისწინებით, დროებით შეიზღუდება სარეგისტრაციო სივრცეში მედიის წარმომადგენლების შესვლა. მათ შესაძლებლობა ექნებათ, გადაიღონ მონაწილეთა გამოცდაზე შესვლის/გამოსვლის პროცესი მხოლოდ გარე პერიმეტრიდან. ინტერვიუების ჩაწერაც მხოლოდ შენობის გარეთ მოხდება”, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ცნობილია ისიც, რომ საგამოცდო ცენტრებთან გულშემატკივრების მობილიზებას, საპატრულო და მანდატურის სამსახური გააკონტროლებს. 

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება; საგრანტო კონკური 25 ივლისს გაიმართება; სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი, 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.



იხილეთ უფრო მეტი ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება