სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ნობელი თუ შნობელი - ვისგან და რისთვის ვიღებთ ჯილდოებს
22-06-2020
-
+


Etaloni.ge-მ რამდენიმე სტატია მიუძღვნა სერთიფიკატების იმ მარათონს, რომლითაც პედაგოგებს და მოსწავლეებს საკუთარი შრომის „დაფასების“ ნიშნად, ვითომდა ტელესკოლის საიტზე სერთიფიკატის შევსების და საკუთარი თავისთვის მინიჭების საშუალება ჰქონდათ. ამ თემით ჩვენი დაინტერესება კი იმ უამრავმა წერილმა განაპირობა, სადაც პედაგოგები და მშობლები მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობდნენ და თავს მოტყუებულად მიიჩნევდნენ, რადგან მიმსგავსებული სახელის გამო უმეტესობას აღნიშნული სერთიფიკატები განათლების სამინისტროს წარმატებული პროექტის „ტელესკოლის“ მიერ მინიჭებული ეგონა. 

მართალია სასწავლო წლის დასრულებამ სერთიფიკატების ფრიალის აჟიოტაჟიც მიანელა, მაგრამ კვლავ პასუხგაუცემელია კითხვა, სინამდვილეში რა მიზნით შეიქმნა სხვის სახელს ამოფარებული დისტანციური სწავლების პლატფორმა და რატომ შეეცადა იმ პედაგოგების შრომის გაუფასურებას, ვინც მართლაც უდიდესი შრომა ჩადო ამ გამოწვევების წარმატებით დაძლევაში, როცა ნებისმიერს, თუნდაც არა პედაგოგს 2-3 წუთში შეეძლო „წარმატების სერთიფიკატის“ მიღება.

Etaloni.ge ამ ეტაპზე ასრულებს ამ საკითხის განხილვას და აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ, რა თქმა უნდა, სერთიფიკატის მინიჭების უფლება ყველას გააჩნია, არც იმას აკონტროლებს ვინმე, დამსახურებულია თუ დაუმსახურებელი აღნიშნული ჯილდო, მაგრამ არავინ უარყოფს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ გასცემს სერთიფიკატს, და ჩვენი მკითხველები რჩევის სახით მოუწოდებენ ყველას - ჯილდოს გასაჯაროვებამდე გაარკვიეთ, ვინ განიჭებთ ამა თუ იმ სერთიფიკატს, რადგან, როგორც ცნობილია, არსებობს ნობელის და ოსკარის საამაყო პრემიები, და ასევე, არსებობს  შნობელის და ანტი-ოსკარის ჯილდოებიც.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება