სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამიზნული პროვოკაცია თუ ტელესკოლის მოულოდნელი მარცხი - ვინ ერჩის განათლების სამინისტროს
16-06-2020
-
+


Etaloni.ge უკვე წერდა სერთიფიკატების მარათონის შესახებ, რომლითაც პედაგოგებს და მოსწავლეებს საკუთარი შრომის „დაფასების“ ნიშნად ვითომდა ტელესკოლის საიტზე სერთიფიკატის შევსების და საკუთარი თავისთვის მინიჭების საშუალება მიეცათ. მთავარი კი ისაა, რომ მასწავლებლების უმეტესობას აღნიშნული სერთიფიკატები განათლების სამინისტროს წარმატებული პროექტის „ტელესკოლის“ მიერ მინიჭებული ეგონა. 

არადა, ყველაფერი ისე წარიმართა, რომ შექმნილი სიტუაცია მიზანმიმართულ პროვოკაციას დაემსგავსა. გაურკვეველი და ნაკლებად სანდო ორგანიზაცია ქმნის ვებ-გვერდს, მის დომენს საეჭვოდ ამთხვევს იმ პერიოდის წარმატებული პროექტის -  ტელესკოლის სახელს, მადლობას უხდის პედაგოგებს გაწეული შრომისთვის და ჯილდოდ სერთიფიკატს სთავაზობს.  ამის უკან კი ერთი შეხედვით მარტივი ამოცანა - საიტის ნახვების გაზრდა დგას, უფრო შორს თუ შევხედავთ, შესაძლოა საქმე მიზანმიმართულ პროვოკაციასთან გვქონდეს.

და რადგან ბოლო პერიოდში აღნიშნული სერთიფიკატები დიდი ქილიკის და განხილვის საგნად იქცა, ძალიან ბევრმა მოგვწერა და მოგვმართა, საკითხში გარკვევა ითხოვა და ჩვენც უფრო მეტად დავინტერესდით აღნიშნული თემით. აღმოჩნდა, რომ არც დიდი შრომა და არც დისტანციურ სწავლებაში ჩართულობა არაფერში გჭირდებათ, უფრო მეტიც, პედაგოგობაც არ გჭირდებათ, ნებისმიერი გვარ-სახელით შეგიძლიათ გახდეთ სერთიფიკატის „ამაყი“ მფლობელი.

სასწავლო წელი დასრულდა და სერთიფიკატების ფრიალის აჟიოტაჟიც მინელდა, თუმცა კვლავ პასუხგაუცემელია კითხვა, სინამდვილეში რა მიზნით შეიქმნა სხვის სახელს ამოფარებული დისტანციური სწავლების პლატფორმა და რატომ შეეცადა იმ პედაგოგების შრომის გაუფასურებას, ვინც მართლაც ღამეები ათენა დისტანციური სწავლების გამოწვევების წარმატებით დაძლევაში, როცა მათ დარად ნებისმიერს შეუძლია ამ „წარმატების სერთიფიკატის“ 3 წუთში მიღება.

სოციალურ ქსელში კი სახალისო წამოწყება კვლავ გრძელდება და „სერთიფიკატომანიის“ მსხვერპლნი ჩარლი ჩაპლინის, ჯონ ლენონის, მერლინ მონროს, ილია ჭავჭავაძის კვალდაკვალ გახდნენ: გორილა მაიმუნაშვილი, ცხელია კომენტარები, აბა გააზიარეთი, დაგცინით დამიხარია, სპილო ხორთუმაშვილი, ტარხუნა ბოლოკაძე, თხილია ისპანახოვა და სხვები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება