სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განისაზღვრა ანაზღაურება - რა თანხა უნდა გადაუხადოს სკოლამ ავტორიზაციის თავმდჯომარეს, საგნობრივ და ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებს მონიტორინგისთვის
06-07-2025
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ კანონში ცვლილებებია. განახლდა, სკოლის მიერ ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობის გამო ჩაატებული მონიტორინგს საფასური.

თანხის მოცულობა თბილისში, მცხეთასა და რუსთავში ერთნაირია, თუმცა განსხვავებულია საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებისთვის.

სკოლა, რომელშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე ხორციელდება მონიტორინგი, იხდის საფასურს, რომელიც დაიანგარიშება შემდეგნაირად:

თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში 1508.00 ლარს დამატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 167.00 ლარზე და დამატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრების სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 111.00 ლარზე.

საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 2345.00 ლარს დამატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 278.00 ლარზე, დამატებული ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 222.00 ლარზე და დამატებული ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტების სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 222.00 ლარზე ან 111.00 ლარზე (იმ შემთხვევაში, თუ საგნობრივი ექსპერტები ჯგუფის ვიზიტს აწარმოებენ დისტანციურად კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით).

კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრება მონიტორინგის სპეციფიკისა და შინაარსის შესაბამისად, მონიტორინგის განხორციელების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება