სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ნიღაბი უკონდიციონერო ოთახებში და ხრიკი, რომელსაც კულუმბეგოვი აბიტურიენტებს ასწავლის - „შეიძლება იყოს გულის წასვლა“
12-06-2020
-
+


ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ეროვნული გამოცდების ჩატარების ახალ წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეუძლებელია აბიტურიენტები ნიღბით ისხდნენ საგამოცდო ოთახში, სადაც გამოღებულ ფანჯრები იქნება და ტემპერატურა შესაძლოა 40 გრადუსამდე ავიდეს. „ეს აისახება ბავშვებზე და შეიძლება იყოს გულის წასვლა“ - განაცხადა სპეციალისტმა. 

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, სიცხე, სტრესი და ნიღაბი, აბიტურიენტებზე გავლენას მოახდენს და შესაძლოა სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს. დამატებითი პრობლემების წინაშე კი შესაძლოა ის აპლიკანტები აღმოჩნდნენ, რომლებიც სათვალეებს ატარებენ, ვინაიდან პირბადესთან ერთად სათავლე იორთქლება და მხედველობა უარესდება.

„ერთი ხრიკი მინდა ვთქვა. ეს შესაძლოა ბევრმა იცის, მაგრამ რადგანაც ახლა მეტი გამოსავალი არ გვაქვს, ეს უნდა ვთქვათ. თუ ჩვენ სათვალეს საპონს გავუსვამთ და ის გაშრება, ეს დაორთქლისგან 100%-ით იცავს უკვე სათვალეს. ასე რომ, ეს ხერხი არსებობს და მინდა რომ იცოდნენ ჩვენმა აბიტურიენტებმა და იმ ადამიანებმა, რომელთაც ეს პრობლემა უდგათ - საპნის გასმა, შემდეგ შეშრობა და სათვალეს აბსოლუტურად აღარ აქვს ორთქლი“, - გვირჩევს კულუმბეგოვი.

ამასთან, ალერგოლოგ-იმუნოლოგის თქმით, არსებობს თანამედროვე ტიპის კონდიციონერები, რომელის საშუალებას გაძლევს ჰაერის ნაკადი ისე წარმართო, რომ ის მაინცდამაინც ადამიანებზე არ იყოს დამიზნებული.

„რა თქმა უნდა, მე ვარ მომხრე, რომ კონდიცირება იყოს ადეკვატური. ის მაინცდამაინც ადამიანზე არ უნდა იყოს დამიზნებული და უნდა შეუცვალოს მიმართულებები, ამის საშუალებას თანამედროვე ტექნიკა იძლევა. თუნდაც მაღალი დონის, ჰეპა ფილტრიანი უზრუნველყოს სახელმწიფომ, არ არის ეს ძალიან ძვირი სიამოვნება და ჰეპა ფილტრით აღჭურვილი, ძალიან ახალი და გამართული კონდიცირების სისტემა შეიქმნას. ეს ხომ არ არის უსასრულობა რაოდენობის სივრცეები, სადაც გამოცდები უნდა ჩატარდეს. თუ ეს იქნება ჰეპა ფილტრიანი, თუ ეს იქნება წინასწარ განსაზღვრული ოთახში ჰაერის ნაკადების კუთხით და ნიღაბი, ვფიქრობ, ამ პირობებში შესაძლებლობა იქნება. გამოღებულ ფანჯრებში, როცა შესაძლოა იყოს 40 გრადუსი სიცხე, ეს არის სრულიად შეუძლებელი. ეს აისახება ბავშვებზე და შეიძლება იყოს გულის წასვლა.

ლოგიკიდან უნდა გამოვიდეთ: თუ ჩვენ ნიღბით გვაქვს დაფარული სახე, დაფარული გვაქვს ცხვირი და პირის ნაწილი, ეს იმას ნიშნავს, რომ კონდიციონერით ვირუსის გავრცელების ალბათობა ძალიან დაბალია. თუ ფილტრები იცვლება, თუ ეს ყველაფერი დარეგულირებულია, როგორც უნდა იყოს და ამას ემატება ნიღაბი, მე ვფიქრობ, აქ არავითარი პრობლემა არ უნდა იყოს“, - განმარტა იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ სასურველ სკოლაში  ჯერ ისევ ვერ დაარეგისტრირეთ პირველკლასელი

მანდატურის სამსახურმა კონკურსი სოციალური მუშაკების შესარჩევად გამოაცხადა 

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

ახალი სავალდებულო გამოცდა ემატება - ვის მოუწევს ტესტირება

აბიტურიენტებს პატრიარქი დალოცავს - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა

 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება