TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა თანხას ზოგავენ დახურვის შემდეგ სკოლები ელექტროენერგიაზე, ინტერნეტსა და გათბობაზე? - განათლების სამინისტროს პასუხი
18-12-2020
-
+


საქართველოში ეპიდემიამ საგანმანათლებლო სექტორში მოულოდნელი ცვლილებები გამოიწია. დაიხურა სკოლები, სასწავლო პროცესმა კი დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა. დისტანციურ სწავლებას ჰქონდა ხარვეზები, თუმცა პედაგოგების მონდომებითა და მშობელთა ჩართულობით მოსწავლეების უმრავლესობა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვლილ მიზნებს სძლევს.

ზოგი ჭირი მარგებელიაო. მიუხედავად დისტანციურ სასწავლო პროცესის მიმართ უკმაყოფილებისა, სკოლებმა შეწყვეტილი სასწავლო პროცესის გამო ელექტროენერგიის, ინტერნეტისა და გათბობის ხარჯები დაზოგეს.

რა ოდენობის თანხა დაიზოგა ჯამურად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში ელექტროენერგიაზე, ინტერნეტისა და გათბობის გადასახადებზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შეწყვეტილი სასწავლო პროცესის გამო? - ამ კითხვებით etaloni.ge-მ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა და ინფორმაცია რეგიონების მიხედვითაც გამოითხოვა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, უწყება ამაზე ინფორმაციას არ ფლობს და განმარტავს, რომ სკოლა დამოუკიდებელია და ხარჯებს და დანაზოგებს თავად მართავს. თუმცა, უცნაურია რომ სამინისტროს ჯამურად არ აქვს დათვლილი აღნიშნული მონაცემი, რადგანაც ჩვენი კითხვა არა თანხების განკარგვას, არამედ დაზოგილი თანხების ჯამურ ოდენობას შეეხებოდა. სკოლების დაფინანსებას კი სწორედ სამინისტრო უზრუნველყოფს...

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესსა და ფინანსების მიზნობრივ ხარჯვაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია დაწესებულების დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი,“ - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

როგორც გავარკვიეთ, ყველა სკოლის დანაზოგი განსხვავებულია. სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დიდ ქალაქებში შეწყდა, ამას სათხილამურო კურორტები და ის სკოლები ემატება, სადაც კორონავირუსის დაფიქსირების ან რეგიონში არსებული ეპიდვითარების გამო გადადიან ონლაინ სწავლებაზე. სკოლები გათბობისა და ელექტროენერგიის ხარჯებს ზოგავენ, თუმცა თანხა არ იზოგება ინტერნეტის გადასახადებში, რადგან სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ისინი დისტანციური სწავლების პერიოდში იხდიდიან ინტერნეტის გადასახადებს, რადგან სკოლის ადმინისტრაციას ხანდახან უწევდა სკოლაში სიარული სხვა მიზეზების გამო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველა სკოლისთვის შეღავათი განსხვავებულია, ეს, ძირითადად, დამოკიდებულია სკოლის ფართზე, მცირეკონტიგენტიანი სკოლების შეღავათი ასეულობით ლარია, იმ სკოლებში კი სადაც მოსწავლეთა რაოდენობა საშუალოდ 1000-ს აღწევს კომუნალურ გადასახადებში ათასობით ლარი დაიზოგა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება