TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უნდა იყოს თუ არა გაკვეთილებზე პირბადე სავალდებულო და ჯარიმები დარღვევისთვის? - სკოლა რეგულაციების მოლოდინში
12-06-2020
-
+


იქნება თუ არა სკოლაში პირბადით სიარული სავალდებულო და დაჯარიმდებიან თუ არა აღნიშნული წესის დარღვევის გამო მოსწავლეები, მასწავლებლები ან თავად სკოლა? - კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია და იმედს ვიტოვებთ, რომ კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების შემდეგ მაინც გვეცოდინება, მათი უგულებელყოფა გამოიწვევს თუ არა სანქციების დაწესებასაც.  

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ადმინისტრაციული სამართლის მიხედვით პასუხისმგებლობა 16 წლიდან ზევით ასაკის პირებს ეკისრებათ და შესაბამისად, სკოლის მოსწავლეებზე სანქცია არ ვრცელდება - „ეს არ არის რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ვინმე სკოლის მოსწავლე დააჯარიმო“ - აღნიშნავს დეპუტატი, თუმცა მომავალში ცვლილებებსაც არ გამორიცხავს. 

იმის გამო, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სექტემბერში სკოლებისთვის დეტალური რეკომენდაციები ჯერ არ მიუცია და არ ვიცით, მოითხოვს თუ არა უწყება მოსწავლეებისგან და მასწავლებლებისგან გაკვეთილებზე პირბადის ტარებას. არც ისაა ცნობილი, რა შეზღუდვები შეეხება სკოლას და რა გამონაკლისები იმოქმედებს, ამიტომ გადავწყვიტეთ აზრი მოსწავლეთა მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის გვეკითხა.

საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების სურვილი არაერთმა მშობელმა გამოთქვა, რომელთა უმეტესობა მთელი დღე სკოლებში პირბადის ტარების წინააღმდეგია:

„პირბადით გაკვეთილი როგორ უნდა ახსნას მასწავლებელმა, ან პირიქით მოსწავლის საუბარი ან ანალიზი როგორ უნდა მოისმინო. აფთიაქში და კლინიკაში ძლივს ვხვდები რას მეუბნებიან ვამეორებინებ ხშირად და სკოლაში მთელი დღე პირბადით ყოფნა წარმოუდგენელი იქნება. მით უმეტეს დაჯარიმება საერთოდ არაადეკვატურობა მგონია”;

„ბავშვებმა უნდა ისუნთქონ ჟანგბადი და არა ნახშირორჟანგი! მთლად ცხვრის ფარად ნუ გადავიქცევით ადამიანები”;

„ჯარიმაზე ლაპარაკი საერთოდ წარმოუდგენელი მგონია. ვფიქრობ არ უნდა ეკეთოთ პირბადე! უდიდესი საფრთხის შემცველია პირბადის დიდი ხნით ტარება და იმაში დარწმუნებული ვარ, რომ დღის განმავლობაში 2-ჯერ და 3-ჯერ პირბადეს არავინ გამოიცვლის“;

„ვფიქრობ რთული იქნება მოსწავლეებისთვის მთელი დღე პირბადით ყოფნა, დიდებს გვიჭირს და ეს ლოგიკურია, მაგრამ თუკი ეს მათი უსაფრთხოებისთვის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი იქნება, ვფიქრობ სხვა გზა არ გვექნება და ჩვენც და ბავშვებიც შევეგუებით რაღაცნაირად ამ ყველაფერს, მაგრამ არ მგონია სწორი იყოს ვიღაცამ პირბადე მოიხსნას სკოლაში 2 წუთი მაგის გამო დაჯარიმდეს, ალბათ ეს რეგულაცია სკოლებს არ შეეხება“.

მშობლების აზრს პედაგოგების ნაწილიც იზიარებს და ამბობენ, რომ პირბადით ყოფნა ბევრ დისკომფორტს შეუქმნის მათაც და მოსწავლეებსაც. მასწავლებლების შეფასებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მსგავსი ტიპის ჯარიმების გავრცელება არარელევანტური იქნება:

რთული იქნება იმის კონტროლი, რომ პირბადე ყველა მოსწავლეს ეკეთოს და არ მოიხსნას. იმედს ვიტოვებთ, რომ სექტემბრისთვის აღარ იქნება საჭირო პირბადეებით სიარული“;

„რა თქმა უნდა გაგვიჭირდება, თუმცა თუ სხვა გზა არ იქნება შევეჩვევით. უპირველესი ამ შემთხვევაში მოსწავლეების ჯანმრთელობაა და არა ის დისკომფორტი, რომელიც შეიძლება პირბადით სიარულისას განვიცდიდეთ“.

„პირბადით ყოფნა ჩვენთვისაც რთული იქნება, გაკვეთილის ახსნისას ან მოსწავლეების საუბრისას, მაგრამ თუ საჭირო იქნება შევეჩვევით სხვა გზა არ იქნება. სხვადასხვა ქვეყნებში უკვე აქვთ ეს გამოცდილება და დარწმუნებული ვარ თუ ამის საჭიროება კვლავ იქნება, ჩვენც მოვერგებით გარემოს, თუმცა ჯარიმების გამოყენება საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწორად საერთოდ არ მიმაჩნია და იმედი მაქვს არც იქნება“.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლის დირექტორებს წინასაარჩევნო კამპანიაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართვის გამო გაათავისუფლებენ - ფაშინიანმა პირადად მოსთხოვა განცხადების დაწერა

ეროვნულ გამოცდებზე 43 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული - იხილეთ რომელ გამოცდაზე რამდენი აპლიკანტი დარეგისტრირდა

ზოგად განათლებას სკოლა აღიარებს, ცნობილია იცვლება თუ არა ატესტატის აღიარების წესი

ფულად დახმარებას ოჯახები მიიღებენ... - რა შემთხვევაში განისაზღვრა 1000-დან 5000 ლარამდე თანხა

პიროვნება

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები
​მოსწავლეთა გუნდის კოორდინატორი და მხარდამჭერი იყო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ინგა მართალიშვილი
 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა შექმნილი ულამაზესი ხელნაკეთი ნამუშევრები

პროექტის პრაქტიკული ნაწილი სოფლის ტყის დასუფთავებას დაეთმო

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება