სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 რამ, რის გამოც მასწავლებლებს დისტანციური სწავლების შემდეგ მადლობას გადავუხდით
15-06-2020
-
+


დისტანციური სწავლება გამოწვევა გახდა არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც.

თვითიზოლაციამდე მომავლის სკოლას ხშირად წარმოვიდგენდით როგორც ონლაინ-სწავლების ადგილს. სრული კომპიუტერიზაცია, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები და რობოტები მასწავლებელთა ნაცვლად.

რეალობამ თავისი კორექტივები შეიტანა - ზოგს კომპიუტერი არ აღმოაჩნდა, ზოგს ინტერნეტი, სხვების მოწყობილობებმა პროგრამა ვერ დაძლია. მაგრამ პედაგოგებმა ვაჟკაცობა, გამომგონებლობა და სტრესამტანობა გამოიჩინეს. ასე რომ რისთვის ვართ, მშობლები მზად მასწავლებლებს მადლობა გადავუხადოთ.

ცოდნის ახალი სფეროს აითვისება მოუხდათ

ძველი თაობის მასწავლებლებმა სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმების და ვიდეოკონფერენციების სერვისების ათვისება დაიწყეს. მათაც კი ვინც ტექნოლოგიებს კარგად იცნობდა გაკვეთილების ახალი კონცეფციის მოფიქრება მოუხდათ. რისთვისაც მადლობას ნამდვილად იმსახურებენ.

დისტანციურადაც შეძლეს დისციპლინის შენარჩუნება

„ავად ვარ“ ჩაანაცვლა „ინტერნეტი არ მაქვს“, ამასთან, პროვაიდერისგან ცნობასაც ვერ მოითხოვ. მაგრამ საერთო ჯამში დისტანციურად მუშაობა, როდესაც შეუძლებელია შეამოწმო, მოსწავლეებიდან რომელს აქვს ნამდვილად ცუდი ინტერნეტი და ვის კარგი ფანტაზია, მარტივი არ არის. მაგრამ მასწავლებლებმა ამას თავი გაართვეს და კლასის ორგანიზება შეძლეს.

არ შეუმჩნევიათ გაკვეთილზე დამსწრე ძაღლი და უმცროსი და-ძმა

ბევრმა ზრდასრულმა ვერ მოახერხა დისტანციური მუშაობის დროს დრეს-კოდის და საშინაო ოფისის იერსახის შენარჩუნება, რომ არაფერი ვთქვათ მოსწავლეებზე. გაკვეთილების დროს პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ მოსწავლეების შინაურ ცხოველებს, მათ უმცროს და-ძმებს, შეეფასებინათ წესრიგი ოთახში.

მათ გარდა, ვისაც დისტანციური სწავლება ძნელად დაძლია, იყვნენ ასევე ონავრებიც, რომლებიც სპეციალურად არღვევდნენ წესებს და გაკვეთილზე სპაიდერმენის კოსტუმით ან ნიღბით სხდებოდნენ. მოთმინებისთვის მათ მადლობა ნამდვილად ეკუთვნით. 

მადლობა, რომ მშობლების მხარდამჭერ სიტყვებს ყოველთვის პოულობდით

ხსნიდით, ამშვიდებდით. ჩატში ასჯერ პასუხობდით ერთსა და იმავე კითხვას. იღებდით ყურმილს დილით, დღისით და ღამით და უხსნიდით დედებს, მამებს და მომთხოვნ ბებიებს, სად უნდა მიეტანათ მაუსის კურსორი და რომელ ღილაკზე დაეჭირათ ის.

პულსზე გეჭირათ ხელი

მოსწავლეები მშობლებს ამ პერიოდის მანძილზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ გამუდმებით აწვდიდნენ ინფორმაციას და პულსზე ეჭირათ ხელი, რისთვისაც ასევე მადლობას იმსახურებენ.

იხილეთ ასევე: დისტანციური სწავლების 5 პლუსი, რომლებიც კარანტინის გადატანაში გეხმარებათ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება