სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

დისტანციური სწავლების 5 პლუსი, რომლებიც კარანტინის გადატანაში გეხმარებათ
29-05-2020
-
+


საგანმანათლებლო პროცესის ონლაინ-ფორმატში გადატანა გამოწვევა აღმოჩნდა არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც.

ამჟამად, შესაძლოა ფიქრობთ, რომ დისტანციურ ფორმატში დადებითის მოძებნა რთულია, განსაკუთრებით თუ სახლიდან მუშაობთ და პარალელურად შვილის სწავლების პროცესისთვის თვალის დევნება გიწევთ. მაგრამ, თუ ჩავუღრმავდებით, დისტანციური სწავლების რამდენიმე უპირატესობის მოძებნა არის შესაძლებელი. 

მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ გაუგებარ თემას მიუბრუნდნენ და გაიმეორონ

დისტანციურმა სწავლებამ მრავალრიცხოვანი საგანმანათლებლო რესურსი და ფორმატი აღმოგვაჩენინა, რომლებსაც ადრე ყურადღებას არ ვუთმობდით. თუ სახელმძღვანელოში განვლილი თემა ბავშვისთვის ბოლომდე გასაგები არ არის, შეეცადეთ გარკვევაში სხვადასხვა ფორმატის საშუალებით დაეხმაროთ. უყურეთ შვილთან ერთად ვიდეოგაკვეთილს YouTube-ზე ან მოუსმინოთ პედაგოგების ჩაწერილ ვიდეოგაკვეთილებს. მოძებნოთ ინტერნეტში თემის ახსნა ალტერნატიული ფორმით: მაგალითად, უჩვეულო ინფოგრაფიკის ან სქემის საშუალებით.

საშუალება გაქვთ დააკვირდეთ, როგორ მეცადინეობს თქვენი შვილი, რათა გაარკვიოთ ინფორმაციის როგორი მიწოდება ეხმარება მას უკეთ ისწავლოს.

ჩვეულებრივ ცხოვრებაში ხშირად არ გვყოფნის დრო, იმის გასარკვევად ბავშვი ინფორმაციას თუ თუ რა სახით აღიქვამს უკეთ. შესაძლოა, ბუნებისმეტყველების გაკვეთილები მას მხოლოდ იმიტომ არ მოსწონს, რომ მცენარეთა სახეობების შესახებ სახელმძღვანელოში ამოიკითხა - სწავლების ეს ხერხი კი კონკრეტულად მისთვის ყველაზე ეფექტური არ არის. 

ახლა კი დისტანციური სწავლებისას - სწორედ რომ დროა შვილთან ერთად გაარკვიოთ ინფორმაციის აღქმის როგორი ტიპია მისთვის უფრო ეფექტური: ვიზუალური (სახელმძღვანელოები, დავალებები ინტერნეტში), აუდიო (მასწავლებელთან მუშაობა აუდიო და ვიდეო ზარების ფორმატში) თუ კინესთეტიკური (ქუჩაში გასვლა, იმისთვის რომ შეისწავლოს მცენარეები პარკში ან სახლში გეომეტრიული ფიგურების მოდელების შექმნა).



კარანტინი საგნის სიღრმისეულად შესწავლის მეტ შესაძლებლობას იძლევა. 

რაც არ უნდა ვთქვათ, დისტანციური სწავლება - ეს არის დროის ეკონომია. დრო იზოგება სულ მინიმუმ სკოლამდე და სახლამდე გზაში, სკოლისთვის მომზადებასა და ა.შ.

როგორ დახარჯოთ გამოთავისუფლებული დრო - რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ თქვენი მოსწავლე შვილი რომელიმე საგანში მოიკოჭლებს თავისუფალი წუთის გამოყენება ნაყოფიერად შეიძლება. 

დისტანციურად სწავლა - არის შესანიშნავი შესაძლებლობა პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლობის განვითარებისთვის.

აუხსენით შვილს -  იმის მიუხედავად, რომ ამჟამად მთელი ოჯახი სახლშია, თითოეულს თავისი „სამსახურეობრივი“ საქმე და ვალდებულება აქვს.

კარანტინი თუ თვითიზოლაცია იძლევა საშუალებას ბავშვს ვასწავლოთ მეტი პასუხიმგებლობა და დღის განრიგის დამოუკიდებლად დაგეგმვას მივაჩვიოთ. 

სცადეთ შვილთან ერთად სასწავლო კვირის და თითოეული ცალკეული დღის განრიგი შეადგინოთ.

ბავშვისთვის უფრო მარტივი იქნება ამას თუ თამაშის ფორმით გააკეთებს: გაითამაშეთ „ოფისი“, სადაც დედასავით და მამასავით მნიშვნელოვან საქმეებს ჩამოწერს. არ არის აუცილებელი ყველაფერი საათობრივად მკაცრად გაწეროთ.

დისტანციურად მუშაობის თუ სწავლისას მთელი ოჯახი ერთადაა

არ დაგავიწყდეთ, რომ თვითიზოლაცია - ეს არის არა მხოლოდ ერთ სივრცეში მუშაობა და მეცადინეობა, არამედ ეს არის შესაძლებლობა ვიყოთ ერთმანეთთან უფრო ახლოს და მეტი ყურადღება დავუთმოთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება