| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოციალური ქსელები, აპლიკაციები, ონლაინ-თამაშები თუ სხვადასხვა პლატფორმა თანამედროვე რეალობაში გართობისა და კომუნიკაციის ფართოდ გავრცელებული საშუალებებია. სამწუხაროდ, მათ გამოყენებას თან ახლავს გარკვეული საფრთხეებიც. ერთ-ერთია კიბერბულინგი, რომლის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ინტერნეტ-მომხმარებელი აღმოჩნდეს, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე კი არასრულწლოვნები არიან.
ბავშვები სულ უფრო მეტად იყენებენ ონლაინ-რესურსებს და არასრულწლოვანთა მიერ ინტერნეტის გამოყენების საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. არასრულწლოვნებში ონლაინ-პლატფორმების, როგორიცაა Facebook, Instagram, YouTube, TikTok, Snapchat, Whatsapp, პოპულარობა ინტერნეტში მათი პერსონალური მონაცემების დიდი მოცულობით დაგროვებას განაპირობებს. ეს ყველაფერი კი ზრდის მონაცემთა არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ინტერნეტის მომხმარებელ არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ასევე, ხელს უწყობს არასრულწლოვანთა შორის კიბერბულინგს.
იმისთვის რომ მშობლებს, გაუმარტივდეთ თავიანთი შვილების კიბერბულინგისგან დაცვა, რომელიც ონლაინ სივრცეში განხორციელებულ ისეთ ქმედებებს მოიცავს, როგორიცაა შევიწროება, შეურაცხყოფა, დამცირება, პერსონალური ინფორმაციის იდენტობის მოპარვა, გთავაზობთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შემუშავებულ რეკომენაციებს.
Android-ის სისტემის ელექტრონული მოწყობილობებისათვის Google Family Link და Google parental control, families.google.com/intl/ka/familylink/, support.google.com/googleplay/answer/1075738?hl=en;
iOS-ის სისტემის ელექტრონული მოწყობილობებისათვის Guided Access და Parental Control - support.apple.com/en-us/HT202612, support.apple.com/en-us/HT201304;
Windows-ის სისტემის ელექტრონული მოწყობილობებისთვის:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას