სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ გავხდეთ თავდაჯერებული? - ფსიქოლოგ ინგა ბლესის რჩევები
28-10-2017
-
+


თავდაჯერებულობა ყველა ადამიანისთვს მნიშვნელოვანია. მისი წყალობით აღწევენ ადამიანები წარმატებას. თავდაჯერებულობა არა მარტო საქმეში, არამედ პირად ცხოვრებაშიც საჭიროა. 

როგორ გახდეთ თავდაჯერებული ადამიანი? - ფსიქოლოგ ინგა ბლესის რჩევები.

1) არ შეადაროთ საკუთარი თავი სხვას. ყველა ჩვენგანს აქვს სხვადასხვა რესურსი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შევედაროთ მხოლოდ საკუთარ გუშინდელ მე-ს. უნდა ვიყოთ გუშინდელ მე-ზე უკეთესი, ვიდრე დღეს ვართ.ეს წინსვლის მნიშვნელოვანი პირობაა.

2) დააკვირდით თავდაჯერებულ ადამიანებს, ვისაც თქვენ თვლით თავდაჯერებულად, ვინც თქვენთვის მისაბაძია. გადაიღეთ მათი მანერები, მიმიკა, ჟესტიკულაცია და გარეგანი გამოვლინებების მეშვეობით დაეხმარებით საკუთარ თავს შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

3) შეუძლებელია ხვალ წაიკითხო შექსპირი ორიგინალში, თუ დღეს არც ერთი სიტყვა არ იცი ინგლისურად. დიდი მიზნები შეიძლება ადამიანს აშინებდეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დიდი მიზნისა და სურვილის პატარ-პატარა და მარტივ ნაწილებად დაყოფა, მცირე მიზნების დასახვა და მცირე მიზნის მიღწევა გაცილებით ადვილია. მაგ: თუ ერთ კვირაში ისწავლით 50 ინგლისურ სიტყვას, ეს მოტივაციას მოგცემთ, რათა თქვენ ერთ წელიწადში შექსპირი წაიკითხოთ ორიგინალში.

4) მიზნის მიღწევისას და პატარა საფეხურის გავლისას, შეაქეთ თქვენი თავი და დააჯილდოვეთ. ეს უფრო მეტი მოტივაციის მომცემია.

5) არ მისცეთ არავის უფლება დაგამციროთ ან შეგავიწროვოთ, თუნდაც ხუმრობით!

6) ისწავლეთ არას თქმა, თუ რამე თქვენს სურვილს ეწინააღმდეგება.

7) გახსოვდეთ - გაქცევა გამოსავალი არ არის. თქვენ გავიწროვებენ ოჯახის წევრები, მეგობრები   ან კოლეგები? არ იფიქროთ, რომ გარემოს შეცვლით რამეს შეცვლით, თქვენი საზღვრების დარღვევა მოხდება მანამ, ვიდრე თქვენ ამის უფლებას მისცემთ მათ. შინაგანად უნდა შეიცვალოთ და ისწავლოთ საზღვრების დაცვა. შესაბამისად გახდებით თავდაჯერებული.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება