სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენთვის დღეს ხომ ბოლო ზარი, სკოლასთან გამოთხოვების სიმბოლო უნდა აწკრიალებულიყო“-კუმისის საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური წერილი XII კლასელებს
20-05-2020
-
+


ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ქობულაძე მე-12 კლასელებს ემოციური გზავნილს უძღვნის. დირექტორმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა და გზა დაულოცა.

„არავის  დაუგდოთ  ყური,  გქონდეთ  თქვენი  მოსაზრება,  თქვენი აზრები, იდეები და ცხოვრების გეგმები... არასოდეს არავის გაედევნოთ,  იარეთ თქვენი გზით და არა აქვს მნიშვნელობა, რას იტყვიან ზურგს უკან, თქვენ ეს არ უნდა გაღელვებდეთ.  გიყვარდეთ, იღვაწეთ, იოცნებეთ და ხშირად გაიღიმეთ...“ - ამ სიტყვებით  გემშვიდობებით ჩემო საყვარელო  მეთორმეტე კლასელებო.  

თქვენთვის დღეს ხომ ბოლო ზარი, სკოლასთან გამოთხოვების სიმბოლო, უნდა აწკრიალებულიყო. ამ ზარს ყველასათვის უნდა ეცნობებინა, რომ კიდევ ერთი თაობა გამოვიდა ცხოვრების ასპარეზზე, მათ წინაშე სრულიად ახალი სამყარო  „გაახელდა თვალს“, ცხოვრებისეული სიბრძნითა და მოულოდნელობებით  დატვირთული...

თუმცა პანდემიამ სრულიად შეცვალა მთელი მსოფლიოს და მათ შორის ჩვენი კურსდამთავრებულების გეგმები. განსაკუთრებულ  რეალობაში მოგიწიათ თქვენ იმის გააზრება, რომ დღეიდან მოსწავლეები აღარ ხართ, რომ წარსულს ჩაბარდა ბავშვური ანცობა, რომ ქვეყნის ახალბედა მოქალაქეებმა განსხვავებული თვალით უნდა აღიქვათ ცხოვრება...

თუმცა...ვინ იცის.. იქნებ ამ უჩვეულო  ვითარებაში დასრულებულმა სასწავლო წელმა უფრო დაგაფიქროთ, გაგიღვიძოთ ის დიდი გრძნობა, ჭეშმარიტ მამულიშვილს რომ სჭირდება ქვეყნის წარმატებული მომავლის შესაქმნელად...

როგორც დიდმა ილიამ ბრძანა: „ქვეყნის ღერძს მარტო ის ატრიალებს, ვისაც მოჰმადლებია გულსრულობა, დიდ-ხასიათობა“. სწორედ ილიასეულ  „გულსრულობას“ გისურვებთ ყველა კურსდამთავრებულს!“-წერს დირექტორი.  

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება