სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ელიტურ სკოლას, სადაც სწავლა 200 ათასი დოლარი ღირს, მილიარდერი მშობლები ქალიშვილის ბულინგისთვის უჩივიან
08-05-2020
-
+


ინდოელი მილიარდერების ოჯახი - პანკაჯ და რადიკა ოსვალები - შვეიცარიის ელიტურ სასწავლო დაწესებულებას უჩივიან, იმის გამო, რომ მათი მოსწავლე ქალიშვილი ამავე სკოლის სხვა მოსწავლეთა ბულინგის მსხვერპლი გახდა.

სარჩელი შეტანილია შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სკოლის - Le Rosey School-ის წინააღმდეგ, რომელშიც სწავლის საფასური წელიწადში 200,000 დოლარს შეადგენს. 

Le Rosey School - შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სკოლაა. სპორტს და ზოგადად მოსწავლის პიროვნულ განვითარებას აქ იმდენივე დროს უთმობენ, რამდენსაც აკადემიურ მეცნიერებებს.ზაფხულში ბავშვები და მოზარდები პრესტიჟულ შვეიცარულ რაიონში - როლში სწავლობენ, ზამთარში კი სათხილამურო კურორტ გშტადში.

ალბათ ფიქრობთ, რომ ასეთ ადგილას და ასეთი გადასახადის პირობებში მოსწავლეები ნებისმიერი პრობლემებისგან უნდა იყვენენ თავისუფალნი, მაგრამ ასე არ არის. პორტალ Daily Mail -ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ინდოელი მილიარდერების ქალიშვილი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებაში ექვსი წელი სწავლობდა, თანაკლასელების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.

სარჩელში მითითებულია, რომ გოგონამ არაერთხელ მიმართა შესაბამისი განცხადებით სკოლის ხელმძღვანელობას, მაგრამ მისი ჩივილი ყურად არ იღეს, პედაგოგები კი სიტუაციის გამოსწორებას არ შეეცადნენ.



ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო მილიარდერის ქალიშვილს უძილობა და შფოთვითი შეტევები დაეწყო. მშობლები იძულებულნი გახდნენ ქალიშვილი პრესტიჟული სკოლიდან წამოეყვანათ და საშინაო განათლებაზე გადაეყვანათ.

ახლა პანკაჯი და რადიკა ითხოვენ იმ თანხის ანაზღაურებას, რაც მათ იმ სასწავლო წლისთვის გადაიხადეს, რომელსაც მათი მემკვიდრე არ დასწრებია. თუ სასამართლო Le Rosey School-ს მეუღლეებისთვის კომპენსაციის გადახდას დააკისრებს, ისინი მისი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის შეწირვას აპირებენ, რომელიც ბულინგის მსხვერპლთ ეხმარება.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება