სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ადამიანი და ვირუსები: მტრები, მეზობლები თუ კოლეგები?“-გაეცანით საჩინოს N2 სკოლის მასწავლებლის ანნა წულაიას სტატიას
06-05-2020
-
+


ადამიანი და ვირუსები: მტრები, მეზობლები თუ კოლეგები?“ - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს N2 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი, ბიოლოგიის დოქტორი ანნა წულაია საინტერესო სტატიას გვთავაზობს:

სამყარო ჩვენს ირგვლივ საოცრად მრავალფეროვანი და ჰარმონულია. ნებისმიერი ცოცხალი არსება, დაწყებული უმარტივესი ბაქტერიიდან, დამთავრებული 200 ტონიანი ლურჯი ვეშაპით – უდიდესი ცოცხალი არსებით – თამაშობს გარკვეულ როლს და ემსახურება გრანდიოზულ დანიშნულებას – სიცოცხლის წონასწორობის შენარჩუნებას. მაგრამ, არიან ჩვენს ახლომახლო თვალით უხილავი, უმცირესი ობიექტები – ვირუსები, რომლების ცოცხალ ორგანიზმებად ჩათვლაზე მეცნიერები დღემდე ვარაუდობენ.

არსებობს ვირუსების წარმოშობის 3 თეორია.

პირველი გვეუბნება, რომ ვირუსები არიან უპირველესი ბაქტერიების შთამომავლები, რომლებმაც აირჩიეს „ცუდი გზა",  გაიარეს დეგრადაციის (გაადვილების) პროცესი. ეს თეორია ერთ მხრივ ძალიან რეალისტურია. თუ ბაქტერიულ უჯრედს „გამოვაკლებთ" ყველაფერ ზედმეტს უნდა მივიღოთ ვირუსი. მაგრამ რეალობაში ვირუსს ვერ მივიღებთ. 

მეორე თეორიის თანახმად, ვირუსები გაჩნდნენ ცოცხალ ორგანიზმებზე ადრე, და თავდაპირველად არსებობდნენ დამოუკიდებლად. შემდეგ კი დაკარგეს „შრომისმოყვარეობა" და გადავიდნენ პარაზიტურ არსებობაზე – სხვის ენერგიის ხარჯზე.

მესამე თეორია ვარაუდობს, რომ ვირუსები განვითარდნენ უჯრედის შიდა სტრუქტურებში – გენომში (მემკვიდრეული ინფორმაციის "ბიბლიოთეკაში"). ეს თეორია საკმაოდ საინტერესოდ ჩანს – თუ ვირუსი ჩამოყალიბდა ასეთ მნიშვნელოვან სტრუქტურაში, იქნებ ამიტომაა მისი დამარცხება ასეთი რთული?

ასე თუ ისე, მაინც გამოდის, რომ ვირუსი, მინიმუმ, ადამიანის უძველესი მეზობელია პლანეტაზე.

ვერ უარვყოფთ მის „ორიგინალობასაც" – არ არსებობს ბუნებაში ორი ერთნაირი ვირუსი. ასევე, ნებისმიერი ვირუსი არის „ერთგული" გარკვეულ უჯრედების მიმართ: ჰეპატიტი – ღვიძლის უჯრედები, პოლიომიელიტი – ნეირონები, აივ–ვირუსი – T-უჯრედები (იმუნური სისტემის უჯრედები), Covid-19 – ფილტვის უჯრედები. ასევე, ვირუსი მასკირების გენიოსია – მის ზეაპირზე ხშირად არის განლაგებული სპეციალური ბიონაერთები – პოლისაქარიდები, გლიკოპროტეიდები, რომლებიც უჯრედს „ატყუებენ" და შედიან შიგ.

ორგანიზმში შეჭრის შემდეგ, ვირუსი იწვევს იმუნური სისტემის კასკადურ რეაქციებს, რომლებიც „ამობილიზებენ" ორგანიზმის შიდა რესურსებს და ახორციელებენ „უცხო პირის" დამარცხებას. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზმის მდგომარეობა – რითი ვიკვებებით, რა გარემოში ვცხოვრობთ, როგორი გენეტიკური მასალის მატარებლები ვართ, რა ცხოვრების წესებს ვიცავთ.

ამაზე ვისაუბროთ შემდეგ მასალაში.

ანნა წულაია

ბიოლოგიის დოქტორი

საჩინოს №2 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“
 
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა
 
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით, სითბოთი და საოცარი ემოციებით
 

ღონისძიებაზე შეჯამდა მოსწავლეთა მიღწევები, გამოიკვეთა გამოწვევები და დაისახა ახალი სასწავლო მიზნები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება