სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოსწავლეებმა თავი დაცულად, ოჯახურ გარემოში იგრძნონ“ - ყულალისის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ნერსესიანი
05-09-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დასაწყებად ყველაფერი მზადაა. დირექტორის -ნათელა ნერსესიანის მიზანია, მოსწავლეებისთვის ისეთი გარემოს შექმნა სადაც თავს დაცულად, კომფორტულად და ოჯახურ გარემოში იგრძნობენ.

დირექტორის თქმით, პირველივე დღეს მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში ხვდებიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ პირველკლასელთა ადაპტაციის პროცესმა მარტივად და ლაღად ჩაიაროს. პატარა მოსწავლეებისთვის გამოყოფილია ცალკე კლასი და სივრცე, სადაც შეუძლიათ თამაში, სირბილი და აქტივობებში ჩართვა სპეციალურად შექმნილი თამაშების საშუალებით.

ვცდლობთ, ოჯახური გარემო დავახვედროთ ბავშვებს, იმართება საზეიმო ღონისძიება, მივმართავ მისასალმებელი სიტყვით, პატარები ეცნობიან პედაგოგები, საზეიმოდ გადაეცემათ კომპიუტერები და სახელმძღვანელოები. თავი, რომ ლაღად იგრძნონ და ადაპტაცია მარტივად გაიარონ მათთვის ცალკე კლასი და სივრცე გვაქვს გამოყოფილი. არავინ, რომ ხელი არ შეუშალოს და როცა უნდათ ითამაშონ, ირბინონ, გვაქვს ასევე სპეციალური თამაშები, რათა აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავო პროცესში. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოსწავლეებმა თავი დაცულად და ოჯახურ გარემოში იგრძნონ“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა მაღალკვალიფიციური პედაგოგთა გუნდი. სკოლის ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებულია. 

„ჩვენ ყველა პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს. ძალიან მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები არიან, სწავლება ინდივიდუალურად მიმდინარეობს, რადგან კლასში ბევრი მოსწავლე არ ზის სრულად მათზეა მორგებული სასწავლო პროცესი, თუ რამეში ჩამოჩებიან იმ წუთშივე ხდება პრობლემის აღმოფხვრა, ამიტომაა, რომ წელს ჩვენმა მოსწავლეებმა, თითქმის ყველამ, საუკეთესო შედეგები აჩვენეს ეროვნულ გამოცდებზე და სასურველ ფაკულტეტებზეც ჩაირიცხნენ, რაც გვაძლევს სიამაყის საფუძველს და სიხარულს იმისას, რომ ჩვენი შრომა და ძალისხმევა დაფასებულია“,- ამბობს დირექტორი. 

სკოლის მნიშვნელოვანი სიახლეა ინფრასტრუქტურული განახლება.

„წელს, გვირემონტებენ სკოლას და უკვე განახლებულ, გალამაზებულ სკოლაში კიდევ უფრო დიდი შემართებით შევუდგებით სასწავლო პროცესს“,- სიხარულით აღნიშნავს ნათელა ნერსესიანი.

სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მეგობრულ გარემოს. როგორც დირექტორი განმარტავს, წარმატების მიღწევა შეუძლებელია მშობლებთან და მასწავლებლებთან თანამშრომლობის გარეშე. 

„სკოლაში მეგობრული ატმოსფერო სუფევს, აუცილებლად, ვმეგობრობ მშობლებთან, რადგან მიმაჩნია, რომ პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეების ურთიერთთანამშრომლობას მოაქვს წარმატება, როგორც სკოლისთვის, ასევე სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი და ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის ჩამოყალიბება ჯანმრთელ, ენერგიულ და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად.

„მინდა ახალგაზრდა თაობა ჯანმრთელი და ხალასი იყოს, ისწავლონ, იშრომონ და გამოადგნენ ჩვენს ქვეყანას“,- ამბობს ნათელა ნერსესიანი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება