| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„გივი მიქანაძემ მონაწილეებთან ერთად პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე და ამ მიმართულებით კოლეჯების დირექტორებს თავისი ხედვა გააცნო.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მინისტრის გადაწყვეტილებით საბჭოს მოწვევა პერმანენტულად განხორციელდება და თითოეულ შეხვედრაზე, წევრები ეტაპობრივად განიხილავენ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ემსახურება პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებას, სტუდენტების შესაძლებლობების გაფართოებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია
სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ