სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურის სამსახურმა ვაკანსიები გამოაცხადა
01-09-2025
-
+


საგანმანათლებლო მანდატურის სამსახურმა შესარჩევი კონკურსი - სულ 83 ვაკანსია, შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში: 

თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი: თბილისი - 40 ვაკანსია; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ძეგვი - 1 ვაკანსია;

აჭარისა და გურიის ცენტრი: ბათუმი - 9 ვაკანსია; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ერგე - 1 ვაკანსია;

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი: ქუთაისი - 2 ვაკანსია; თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ნახშირღელე - 1 ვაკანსია; ამბროლაური - 1 ვაკანსია; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი სარეკი - 1 ვაკანსია;

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი: ზუგდიდი - 1 ვაკანსია; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ორსანტია - 1 ვაკანსია; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ცაიში - 1 ვაკანსია;

შიდა ქართლის ცენტრი: გორი - 2 ვაკანსია; გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ფლავი - 1 ვაკანსია;

ქვემო ქართლის ცენტრი: თეთრიწყარო - 1 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი აზიზკენდი - 2 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ქეშალო - 1 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი თაზაკენდი - 1 ვაკანსია; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კუმისი - 1 ვაკანსია; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ნორიო - 2 ვაკანსია; დმანისი - 3 ვაკანსია; დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ირგანჩაი - 2 ვაკანსია; ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ბოლნისი - 1 ვაკანსია;

კახეთის ცენტრი: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ლელიანი - 1 ვაკანსია; თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაფარეული - 1 ვაკანსია;  გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ველისციხე - 1 ვაკანსია;

სამცხე-ჯავახეთის ცენტრი: ქ. ნინოწმინდა - 1 ვაკანსია; დაბა ბაკურიანი - 2 ვაკანსია; ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი აწყური - 1 ვაკანსია.  

 კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

მანდატურად შეიძლება დაინიშნოს: საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან; ნასამართლობის არმქონე; სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით; სახელმწიფო ენის მცოდნე; სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

შრომის ანაზღაურება: 1250 ლარი (დარიცხული).

ელექტრონულ ფოსტაზე (hr@mandaturi.gov.ge) გასაგზავნი დოკუმენტაცია:

სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის დასრულების შემთხვევაში, პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დოკუმენტის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);

კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი (დიპლომი/ატესტატი), სავალდებულოა ის იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული განათლების ხარისხის  განვითარების ეროვნული ცენტრიდან.                   

სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა)

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში კანდიდატის საკონკურსო განაცხადი დარჩება განუხილველი.

სრული ინფორმაცია საკონკურსო თემატიკასა და ყველა დეტალის შესახებ, იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება