სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემთვის მნიშვნელოვანია სკოლაში მშვიდი და მეგობრული გარემო სუფევდეს, ამისთვის კი ყველაფერს ვაკეთებ“-დილითის საჯარო სკოლის დირექტორი ტიგრან სარუხანიანი
05-09-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სრული მზადყოფნით ხვდება. 

როგორც სკოლის დირექტორი ტიგრან სარუხანიანი აღნიშნავს, სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებით არის სავსე, პატარებისთვის იგეგმება საზეიმო ღონისძიება, რათა პატარებმა სკოლის კარის შეღებისთანავე იგრძნონ ის სითბო და ოჯახური გარემო, რაც სკოლაში ელოდებათ. 

საგანმანათლებლო მოგზაურობას პატარები დიდი ზარ-ზეიმითა და კუთვნილი საჩუქრებით - კომპიუტერითა და სახელმძღვანელოებით იწყებენ. 

„ყოველწლიულად აქტიურად ვემზადებით ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, ვადგენთ გეგმას შემდგომი მუშაობისთვის. სწავლის დაწყების პირველ დღეს პატარებს, რომლებმაც პირველად შემოაღეს სკოლის კარი ზეიმით ვხვდებით, მივმართავ სიტყვით, ვაცნობ პედაგოგებს, საზეიმოდ გადავცემთ წიგნებსა და კომპიუტერებს“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი და ხაზს უსვამს, რომ ბაღიდან სკოლაში მოსული ბავშვები უკვე გარკვეულწილად ადაპტირებულნი არიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პედაგოგები მათ ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ახალ გარემოსთან შეგუებისას, პირიქით, გამოცდილი და პროფესიონალი მასწავლებლები ქმნიან ისეთ პირობებს, რომ პირველკლასელებმა თავი კომფორტულად იგრძნონ და სასკოლო ცხოვრება მათთვის სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს.

„ყველა პატარა ბაღიდან მოდის და თითქმის ადაპტირებული არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ მათი დაახლოებისთვის, ჰყავთ გამოცდილი და პროფესიონალი პედაგოგი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ბავშვებთან ურთიერთობის და ის უქმნის იდეალურ პირობებს, რომ ბავშვებმა უცხოდ არ იგრძნონ თავი“,- დასძენს დირექტორი. 

აღსანიშნავია, რომ წელს სკოლაში 12 პირველკლასელს ელოდებიან, სულ კი 174 მოსწავლე ირიცხება. მათ განათლებაზე პროფესიონალ მასწავლებელთა გუნდი ზრუნავს, რომელიც დაკომპლექტებულია 29 პედაგოგისგან. 

„გვყავს პედაგოგთა ძლიერი გუნდი, 29 მასწავლებლიდან, ერთი წამყვანი, 24 უფროსი და 4 პრაქტიკოსია. სწავლის ხარისხი ჩვენს სკოლაში მაღალია და ბავშვების ინტერესებზეა მორგებული. ყველას შეუძლია მიმართოს პედაგოგს თუ რომელიმე  საგანში პრობლემა აქვს და ისინიც დაუზარელად ასწავლიან, უხსნიან და ეხმარებიან მათ. ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის მთავარია სკოლაში მშვიდი და მეგობრული გარემო იყოს და ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის. ყოველთვის ვგრძნობ მოსწავლეებისგან პატივისცემას და ეს იმის დამსახურებაა, რომ საპირწონედ იგივეს იღებენ“,- აღნიშნავს ტიგრან სარუხანიანი. 

მნიშვნელოვანია, რომ სომხურენოვან სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ქართული ენის სწავლებას. დირექტორი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ცოდნა მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისთვის. როგორც თავად ამაყად აღნიშნავს, ბავშვები არა მხოლოდ თავისუფლად საუბრობენ, არამედ სიყვარულითა და ინტერესით სწავლობენ ქართულ ენას.

„სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ქართული ენის სწავლებას, მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ენას ყველა უნდა ფლობდეს განურჩევლად ეროვნებისა. მინდა გითხრათ, რომ ბავშვები თავისუფლად საუბრობენ და უყვათ ქართული ენა“,- ამბობს დირექტორი. 

ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერი ახალგაზრდებს სკოლის დამთავრების შემდეგაც აქტიურად გულშემატკივრობს. 

„წელს სკოლა 18-მა მოსწავლემ დაამთავრა, აქედან მხოლოდ სამმა ჩაბარა უმაღლეს სასწავლებელში და არც თუ ცუდი შედეგებით, დანარჩენები კი შრომის ფერხულში ჩაებნენ, ზოგვს აქვთ საკუთარი მეურნეობა, ზოგი სხვაგან წავიდა სამუშაოდ, ზოგმა კი პროფესიის დასაუფლებლად პროფესიული სასწავლებელი აირჩია. მიხარია, რომ ახალგაზრდები შრომობენ, რადგან დაუღალავი შრომით მიიღწევა ის მიზნები, რაც დასახული აქვთ.

ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, იზრუნონ თავისი მომავლისთვის, ისწავლონ, იშრომონ, შექმნან ოჯახები და რაც მთავარია სწორი გზა აირჩიონ თავისი მომავლისთვის“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება