სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს
25-08-2025
-
+


ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი თეონა მეფარიშვილი ახალი. 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებამდე ახალგაზრდა და ახალბედა პედაგოგებს, რომლებიც ახლა იწყებენ პროფესიულ საქმიანობას რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას უზიარებს და ამასთან, იმ ძირითად თვისებებზე საუბრობს, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კარგი მასწავლებელი იყო.

„პედაგოგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ემპათია, კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობა და პროფესიული ზრდის სურვილი. თანამედროვე მასწავლებელმა უნდა შეძლოს გუნდში მუშაობა, რეაგირება ცვლილებებზე და ინოვაციების მიღება. იგი უნდა იყოს მოსწავლეებისთვის როგორც ავტორიტეტი, ასევე პარტნიორი. რაც შეეხება ახალბედა პედაგოგებს, იყავით ღია, აქტიური, სიახლეებზე ორიენტირებული.

მოსმენა ბევრს ნიშნავს - მოსწავლეების, მშობლების და კოლეგების. არ შეგეშინდეთ შეცდომების - მთავარი არის ანალიზი და განვითარება. მშობლებთან უნდა გქონდეთ პატივისცემაზე დამყარებული კომუნიკაცია, ხოლო მოსწავლეებთან - თანმიმდევრული, მაგრამ ჰუმანური მიდგომა. იყავით მოთმინებით და ენთუზიაზმით სავსე“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი და ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება