სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პირველ რიგში მოსწავლეებს ვასწავლით, რომ იყვნენ კარგი ადამიანები, ეს უმთავრესია“- პატარა არაქალის საჯარო სკოლ​ის დირექტორი მელანია ვართანიანი
05-09-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სასიამოვნო სიახლეებით, სრული მზადყოფნით იწყებს.

მცირეკონტიგენტიან სკოლაში, სადაც 70 მოსწავლე ირიცხება, წელს ხუთ პირველკლასელს ელოდებიან. 

თუმცა როგორც სკოლის დირექტორი მელანია ვართანიანი ამბობს, ეს საბოლოო რიცხვი არ არის და რიცხოვნობის ზრდას ელოდებიან. 

პირველკლასელთა მიღება სკოლაში ნამდვილ დღესასწაულად არის ქცეული. პატარებს დირექცია და პედაგოგები დიდი ზარ-ზეიმით ხვდებიან და ადაპტაციაში ეხმარებიან. 

„წელს 5 პირველკლასელი მივიღეთ 4 გოგონა და ერთი ბიჭი, თუმცა ეს არ არის საბოლოო რიცხვი, კიდევ ველოდებით ბავშვებს. ყოველ წელს განსაკუთრებით ველოდებით პირველკლასელებს, ვუწყობთ ზეიმს, კლასის დამრიგებელი ადგენს სპეციალურ პროგრამას მათ დასახვედრად. პატარებს საზეიმო ვითარებაში გადავცემთ განათლების სამინისტროს მოწოდებულ კომპიუტერებს, სახელმწძღვანელოებს, ასევე სკოლის სახელით ვუკეთებთ საჩუქარს, ყველას თავის სასაჩუქრე ნაკრები ხვდება“,- გვიყვება სკოლის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ წელს პირველკლასელების საკლასო ოთახი განახლდა - კედლები მხიარულ ფერებში შეიღება, შეიცვალა კარი, დაიგო ახალი იატაკი.

„წელს მათ კლასში რემონტი გაკეთდა, მხიარულ ფერებში შევღებეთ კედლები, გამოვცვალეთ კარი, დავაგეთ ლამინატი“,- გვეუბნება სკოლის ხელმძღვანელი და  აღნიშნავს, პირველივე დღიდან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ ბავშვებმა თავი უცხოდ არ იგრძნონ და სასკოლო ცხოვრება მათთვის სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს.

„პატარებს მივმართავთ სიტყვით, ვეფერებით და ვცდილობთ უცხოდ არ იგრძნონ“,- დასძენს ის. 

დირექტორი განსაკუთრებულად ამაყობს პროფესიონალ მასწავლებელთა გუნდით, რომელიც 22 წევრისგან შედგება და მათგან ყველა სერტიფიცირებულია. 

„საოცარი კოლექტივი მყავს, ძლიერი და თავისი საქმის პროფესიონალი, 22 მასწავლებლიდან ყველას უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს. საოცრად მეგობრული ატმოსფერო სუფევს სკოლაში, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ინდივიდუალურად ვასწავლით მოსწავლეებს, რადგან კლასში ცოტა მოსწავლე გვიზის, გვაქვს იმის დრო, რომ ჩვენი ენერგია და გამოცდილება მივმართოთ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებისკენ. გვახარებს, რომ შრომა გვიფასდება, რადგან ჩვენი სკოლა საბაზოა, ჩვენი მოსწავლეები გვერდით სოფელში დიდი არაქალის საშუალო სკოლაში აგრძელებენ სწავლას და საუკეთესო შედეგები აქვთ. ერთი მოსწავლე, რომელმაც სწავლა თბილისის N104 საჯარო სკოლაში გააგრძელა ოქროს მედლის კანდიდატია, წელს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდაზე უმაღლესი ქულები მიიღეს და 1+4 საგანმანათლებლო პროგრამაზე ასპროცენტიანი გრანტი მოიპოვეს. ამაზე მეტი რა უნდა უნდოდეს პედაგოგს, როცა შრომა, ძალისხმევა და სიყვარული დაფასებულია. კარგი ამბავია ისიც, რომ წელს საბაზო საფეხურს მე-10 კლასიც დაემატა. გვაქვს ბილინგური სწავლება და ქართული ენის შესწავლას დიდი ყურადღება ექცევა, გვყავს ქართული ენის სამი უფროსი მასწავლებელი, ბავშვებიც ძალიან მონდომებულები არიან და საუკეთესო შედეგებიც აქვთ. სხვანაირად ვერც კი წარმომიდგენია საქართველო ჩვენი სამშობლოა და როგორ შეიძლება ქვეყნის ენას არ ფლობდე“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

დირექტორი სკოლის ინფრასტრუქტურაზეც აქტიურად ზრუნავს. ახლახან დასრულდა პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები, რაც სასწავლო გარემოს კიდევ უფრო კომფორტულსა და მიმზიდველს ხდის.

„სკოლაში მთელ პირველ სართულზე გავაკეთეთ რემონტი. სკოლაში სისუფთავე, სიმყუდროვე და ამაღლებული განწყობა სუფევს, ყველა პირობაა შექმნილი სწავლისთვის. ჩემი, როგორც ხელმძღვანელის, უპირველესი ამოცანაა სკოლაში კეთილგანწყობა, ურთიერთპატივისცემა სუფევდეს, მოსწავლეების ნდობას მაშინ მოიპოვებ, როცა მაქსიმუმს გასცემ, ეს სწავლა იქნება, სიყვარული თუ ურთიერთპატივისცემა. პირველ რიგში კი სკოლაში ვასწავლით, რომ იყვნენ კარგი ადამიანები, მთავარი ესაა“,- დასძენს მელანია ვართანიანი და ახალგაზრდებს უსურვებს იყვნენ სამაგალითო მოქალაქეები, ასახელონ სკოლა, სოფელი და ქვეყანა. 

„მინდა ვუსურვო ჩვენს მოსწავლეებს და საერთოდ ყველა ახალგაზრდას არაფრის ფასად არ დაკარგონ ადამიანობა, უყვარდეთ თავის სამშობლო, რადგან სამშობლო მხოლოდ ერთია და მას საქართველო ჰქვია, გამოადგნენ ჩვენს ქვეყანას და პირნათლად ემსახურონ მას“,- აღნიშნავს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

მასწავლებელთა გამოცდები გრძელდება - დღეს, ექვსმა აპლიკანტმა დაიგვიანა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება