სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი
25-08-2025
-
+


ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი სასწავალო წლის დასაწყისზე მოსამზადებელ სამუშასოებსა და იმ აქტივობებზე გიყვება, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქვეული. ამასთამ, სკოლის ხელმძღვანელი აღნიშნვანს, რომ პირველ დღეებში განწყობის ამაღება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რომ სასწავლო წლის წარმატებულად წარიმართოს, ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობს სკოლის თითოული წევრისთვის დადებითი ატომსფერო შექმნას. 

„სასწავლო წლისთვის მზადება ჯერ კიდევ ზაფხულში იწყება — მიმდინარეობს შიდა დაგეგმვა, ანალიზდება გასული წლის მიღწევები და გამოწვევები. ვსვამთ პრიორიტეტებს, განვსაზღვრავთ სტრატეგიულ მიმართულებებს და ვამზადებთ ადმინისტრაციულ და პედაგოგიურ გუნდს ერთიანი ხედვით. ამას მოჰყვება შეძლებისდაგვარად მცირე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რესურსების განახლება და თანამშრომლობის სტიმულირება.

ვთვლი, რომ პირველი დღეები განწყობის შექმნის პერიოდია, ამიტომ ჩემი მთავარი პრიორიტეტია, რომ სკოლაში შემოსვლის პირველივე წუთიდან ყველამ — მოსწავლე, პედაგოგი, მშობელი — იგრძნოს დადებითი ატმოსფერო, მოტივაცია და თანამშრომლობის მზაობა. ეს ემოციური ფონი ბევრს განსაზღვრავს მთელი წლის განმავლობაში“, - აღნიშნავს თეონა მეფარიშვილი და ყურადღებას პირველკლასელებზე ამახვილებს. 

„ჩვენთვის პირველკლასელთა მიღება განსაკუთრებული პროცესია. გვაქვს საადაპტაციო პროგრამა, რომელიც მოიცავს თანმიმდევრულ შეყვანას სასკოლო ცხოვრებაში. ვაწყობთ გახსნით ღონისძიებას მშობლებთან ერთად, ვაფორმებთ მათთვის სასწავლო სივრცეებს სწავლება ხდება თამაშით და რუტინის თანდათანობით დამკვიდრებით“

კითხვაზე, როგორი უნდა იყოს იდეალური პირველი დღე სკოლაში კი გვპაუსხობს, - იდეალური პირველი დღე სკოლაში არის სავსე ღიმილით, ურთიერთობების გახსნით და შთაგონებით. მოსწავლეებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი არიან მოლოდინის ცენტრში: უსაფრთხოდ, მიღებულად და საინტერესოდ. მასწავლებლებს რომ მათ ენდობიან და აფასებენ. სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლებისა და ბაღებისთვის 2 მილიარდამდეა ათვისებული - რას მოხმარდა თანხები

ყოველწლიურად თითო კლასს დავამატებთ და არანაირი კონფრონტაცია არ იქნება - მინისტრი სასკოლო ფორმებზე

რომელი ორი კლასი ამთავრებს წელს საფეხურს - დეტალები

თბილისი-ბათუმი - 20 ივნისს Izrune.ge პროექტის კაშკაშა „ვარსკვლავებს“ დიპლომებსა და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლამ და კლასის დამრიგებელმა მე-5 კლასში გააცილეს თაობა, რომელიც მზად არის ახალი მწვერვალების დასაპყრობად

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება