სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეგროვდება მონაცემები საბავშვო ბაღების თანამშრომლებზე, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებზე - დეტალები კანონითაა განსაზღვრული
05-09-2025
-
+


„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნის ვადა გახანგძღლივდა. როგორც პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრაძანებაში ვკითხულობთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია, 2027 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოს ამ წესით (ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოების წესი) გათვალისწინებული სისტემის შექმნა და გამართული ფუნქციონირება.“

აღსანიშნავია, რომ აქამდე აღნიშნული ელექტრონული სისტემის შექმნის ვალდებულების ვადად 2026 წლის 1-ელი მარტი იყო განსაზღვრული.

წესის მიზანია, საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასწავლო/სააღმზრდელო პროცესში ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო სტატისტიკის წარმოება და გავრცელება.

აქვე გაცნობებთ, რომ სისტემა მოიცავს დაწესებულების/საჯარო დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგის, აღმზრდელისა და სხვა პერსონალის შესახებ შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს, საქმიანობის განხორციელების ადგილის მიხედვით:

ა) სამუშაო პოზიცია;

ბ) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი;

გ) მოქალაქეობა, მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით), ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

დ) განათლება, ინფორმაცია აკადემიური ხარისხის შესახებ, კვალიფიკაცია, სტაჟი;

ე) აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის გავლის/წარმატებით გავლის თაობაზე.

2. სისტემაში დაწესებულებების/საჯარო დაწესებულებების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან ათი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო, თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის/ მონაცემის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).

შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხული ბავშვებისა და მათი მშობლების/ჯანონიერი წარმომადგენლების შესახებ შესატანი ინფორმაცია/ მონაცემი

1. სისტემა საქმიანობის განხორციელების ადგილის მიხედვით პროგრამაზე ჩარიცხული ბავშვების შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს/დოკუმენტაციას:

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა;

ბ) მისამართი (რეგისტრაციის/ფაქტობრივი);

გ)  ბავშვის  ჩარიცხვის/ამორიცხვის შესახებ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ასაკობრივი ჯგუფი, რომელშიც ირიცხება ბავშვი;

ე) ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი;

ვ) ბავშვის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა (არსებობის შემთხვევაში).

2. სისტემაში დაწესებულებების/საჯარო დაწესებულებების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია აისახება შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან ათი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო, თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური  სამართლებრივი  აქტით  გათვალისწინებულია  კონკრეტული  ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).

3. პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს მინიჭებული პირადი ნომერი, სისტემა პირის იდენტიფიცირებისათვის ავტომატურად ანიჭებს უნიკალურ კოდს, რომელიც შედგება 11 სიმბოლოსგან.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება