სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

8 მარტივი რჩევა, სწავლის დაწყების სტრესს შეგიმცირებთ
03-09-2025
-
+


ზაფხული დასასულს უახლოვდება სწავლაც სულ მალე დაიწყება. იმისთვის რომ ბავშვებისთვის სკოლაში დაბრუნება ზედმეტს სტრესთან არ იყოს დაკავშირებული გადავწყვიტეთ რამდენიმე ძირეული რჩევა გაგიზიაროთ.

გადადით „სკოლის რეჟიმში“. ზაფხულის განმავლობშაი ბავშვები შეეჩვივნენ გვიან დაძინებას და უფრო დიდხანს ძილს. სკოლის გრაფიკთან შეგუება კი მათთვის შეიძლება რთული იყოს. ამიტომ სკოლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, თქვენი შვილების ძილის გრაფიკი „სკოლის დროზე“ დააბრუნეთ. ძილის ნაციონალური ფონდი (NSF) 6-13 წლის ბავშვებს 9-დან 11 საათამდე ძილს ურჩევს, ხოლო 14-დან 17 წლამდე მოზარდებს - დაახლოებით 8-დან 10 საათამდე. თუ მათი გრაფიკის შეცვლას ახლავე დაიწყებთ, სკოლის პირველი ზარის დარეკვის დროისთვის ბავშვები უკვე სწორ ძილის გრაფიკზე იქნებიან და თქვენი ოჯახისთვის ერთი საზრუნავით ნაკლები იქნება.

ჯანსაღი სადილი და წახემსება. რაც უფრო უკეთ დაგეგმავთ სახლში კვებას, მით უფრო ჯანსაღ არჩევანს გააკეთებთ თქვენი შვილებისთვის. როდესაც ცილებით მდიდარ წახემსებებსა და სადილებს ამზადებთ, რომლებიც დაბალანსებულია ხილით, ბოსტნეულით და სხვა ჯანსაღი პროდუქტებით, თქვენ უზრუნველყოფთ, რომ თქვენს შვილებს ექნებათ ენერგია და გონებრივი შესაძლებლობები სკოლის დღეების გასატარებლად.

დაგეგმეთ გრაფიკი. დააწესეთ რეგულარული რუტინა, განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის და დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. ეს მოიცავს არა მხოლოდ ძილისა და გაღვიძების დროს, არამედ საშინაო დავალების გრაფიკს, თამაშის და კომპიუტერულ/ვიდეო თამაშების დროს. ასევე გამოიყენეთ პოზიტიური ფრაზები, მაგალითად, „საშინაო დავალების შესრულების შემდეგ გარეთ გასვლა შეგიძლიათ“ და არა „სანამ ამას არ დაასრულებთ, გარეთ არ გახვალთ“.

ტანსაცმლის ორგანიზება. გააჩუქეთ ან გადაყარეთ ის ტანსაცმელი, რომელიც თქვენს შვილებს უკვე  აღარ ერგებათ. გადაახარისხისხეთ დარჩენილი ტანსაცმელი და ამის შემდეგ, გადაწყვიტეთ, სკოლის დაწყებამდე რა ნივთები შეიძლება დაგჭირდეთ. მშობელს ყველაზე ნაკლებად სურს, ყოველდღიურად დახარჯოს დრო ისეთი შარვლის მოსაძებნად, რომელიც ბავშვს აღარ ერგება.

გამოყავით საშინაო დავალების შესასრულებლად ადგილი. იპოვეთ ადგილი სადაც სკოლასთან დაკავშირებულ ყველა ნივთს შეინახავთ და ეცადეთ იქ არასასკოლო ნივთები არ დაალაგოთ, რათა საჭიროების შემთხვევაში მარტივად იპოვოთ ის, რაც გჭირდებათ. თვეში ერთხელ გადახედეთ თქვენი შვილების სასკოლო დავალებებს და გადაყარეთ ის ნივთები, რომლებიც არ გჭირდებათ.

მოემზადეთ წინა ღამით. წაახალისეთ თქვენი შვილები, რომ წინა ღამით მოასწესრიგონ და მოამზადონ სკოლის ტანსაცმელი, ჩალაგონ ჩანთა და ხემსი. გაითვალისწინეთ, რომ ბაშვებისთვის დილით ტანსაცმლის და სასკოლო ნივეთების მოსაწესრიგებლად აქეთ-იქით სირბილი დიდ სტრესს იწვევს. 

მოემზადეთ, დაგეგმეთ და ისწავლეთ. დაგეგმეთ ყოველკვირეული შეხვედრები, რათა გადახედოთ თქვენი შვილების განრიგს მომავალი კვირისთვის. გადაწიეთ საათი 5 წუთით წინ. ეს გაგიადვილებთ დროულად მისვლას. შექმენით ოჯახური კალენდარი, რომელიც ყველას აქტივობებსა და ვალდებულებებს აღრიცხავს. ყოველდღიურად დააყენეთ რეგულარული მაღვიძარა, რომელიც საშინაო დავალების დროის დაწყებას აღნიშნავს.

etaloni.ge წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

15 სექტემბერს, სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. გაიმართა მოსწვლეთა საზეიმო მიღება

ქველმოქმედს ამ ლამაზი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადეს მოსწავლეთა მშობლებმა და სკოლის წარმომადგენლებმა

სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება