სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები - ის რაც უნდა იცოდეთ
04-09-2025
-
+


ახალი 2025-2026 სასწავლო წელი მალე დაიწყება და გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა მიზანი და მისა აქვს ეროვნული სასწავლო გეგმას.

ეროვნული სასწავლო გეგმის მისიაა მოსწავლის ჰოლისტური (შემეცნებითი, ფიზიკური, ფსიქო-სოციალური) განვითარება. ამისათვის:

ა) დაწყებით საფეხურზე სკოლამ უნდა უზრუნველყოს:

ა.ა) ფუნდამენტური აკადემიური უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;

ა.ბ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების, პოზიტიური აკადემიური თვითკონცეფციის (საკუთარი თავის, როგორც  მსწავლელის, აღქმა) ჩამოყალიბება და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის;

ბ)  საბაზო საფეხურზე სკოლამ უნდა უზრუნველყოს საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და მხარდაჭერა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძვლების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე (აკადემიური, პროფესიული) სწავლის გაგრძელებისთვის ან პროფესიული საქმიანობისთვის;

გ)  საშუალო საფეხურზე სკოლამ უნდა უზრუნველყოს:

გ.)   სისტემური აკადემიური და/ან პროფესიული ცოდნის კონსტრუირება;

გ.) მოსწავლის მიერ საკუთარი პიროვნული განვითარების დაგეგმვისა და აკადემიური/პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერა.

 ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები

1. ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანია, მოსწავლემ შეძლოს:

ა) ინფორმაციის გააზრება საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით; აზრის / იდეის ჩამოყალიბება მიზნებისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;

ბ) კულტურათა თავისებურებების გათვალისწინება ინფორმაციის აღქმისა და შეფასებისას;

გ) კანონზომიერებების აღმოჩენა და მოდელირება ახალ სიტუაციასთან მიმართებით; სასწავლო მასალის მეცნიერულ კონტექსტში გააზრება;

დ) სასწავლო ამოცანებისა და ცხოვრებისეული პრობლემების წარმატებით გადაჭრა მრავალფეროვანი სტრატეგიებისა და მიდგომების საშუალებებით;

ე) საკუთარი მსოფლმხედველობის რეფლექსია შეძენილი ცოდნის საფუძველზე;

ვ) შეძენილი ცოდნის გამოყენება საკუთარი, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი მიზნებისა და საჭიროებებისთვის.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება