| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლა ვალდებულია, სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებსა და მშობლებს სხვადსხვა თემატიკის საგანმანათლებო-სამეცნიერო კამპანიები შესთავაზოს - აღნიშნულის შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების შესახებ არსებულ ბრძანებაში წერია.
მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიის ჩატარების ვალდებულობა სკოლას სასწავლო წლის განმავლობაში სულ მცირე ორჯერ აქვს. რაც შეეხება თემებს, ეს შეიძლება იყოს:
ა) ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ;
ბ) დისკრიმინაციის წინააღმდეგ;
გ) ბულინგისა და კიბერბულინგის წინააღმდეგ;
დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით.
კამპანიის ფარგლებში სკოლას შეუძლია მოაწყოს:
ა) დისკუსიების/დებატების მოწყობით;
ბ) საკლასო/სასკოლო ესეების კონკურსის გამართვით;
გ) საკლასო/სასკოლო ნახატების კონკურსის გამართვით;
დ) სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებით;
ე) საკლასო/სასკოლო თეატრალური წარმოდგენების გამართვით;
ვ) ფილმების/ვიდეორგოლების ჩვენებით;
ზ) როლური თამაშების გამართვით;
თ) სხვადასხვა ხასიათის კვირეულების მოწყობით (მაგ: დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული);
ი) მართლწესრიგის ოფიცერთან ან/და უბნის ინსპექტორთან მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებით;
კ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფსიქოლოგიის/სამართლის/სოციალური მუშაობის მიმართულების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ან/და მაგისტრანტებისა და მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებით;
ლ) შესაბამის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებით.
სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ აწარმოოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენლებთან საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
ა) მშობლის როლი ბავშვის განათლებაში და აღზრდაში;
ბ) შვილთან ეფექტური კომუნიკაცია;
გ) ძალადობა (მათ შორის ნაადრევი ქორწინება) და მისი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;
დ) ოჯახში ძალადობა და მისი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;
ე) ბულინგი, კიბერბულინგი და მათი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;
ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესი;
ზ) სხვა საკითხები, რომლებიც უზრუნველყოფს კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობის ამაღლებას მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას