სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გლოცავთ, ვამაყობთ და გვეიმედებით!️“ - ახმეტის N2 სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ
05-09-2025
-
+


ახმეტის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან ზოგად განათლებას აძლევს, რაც კარგი საფუძველია იმისთვის, რომ კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ. 

წელსაც, სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით მოიპოვეს სტუდენტის სტატუსი და სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ. 2024-2025 წლის 20-მა კურსდამთავრებულმა ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, რომელთაგან ერთმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა, ორმა -70%-იანი, ორი კი უმაღლესში სწავლას 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით გააგრძელებს. 

სკოლაში ახარებთ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო, ამაყობენ ახალგაზრდების მიღწევებით და წარმატებულ კურსდამთავრებულებს გვაცნობენ:

1. თიკა კაჭაროზაშვილი- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნეს ადმინისტრირება;

2. ანამარია კოჭლიაშვილი - ციფრული მარკეტინგი, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;

3. მარი ომარაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგია;

4. მარიამ თურქიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგია;

5. ელენე ქორეულაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალი;

6.ანი თურქიაშვილი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სამართალი;

7.მარიამ ნადირაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ფილოლოგია;

8. ანი გორთამაშვილი - ევროპის უნივერსიტეტი, ფსიქოლოგია;

9.დათო პაპუაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

10. ნიკოლოზ თაგვაშვილი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ციფრული მარკეტინგი;

11. საბა უძილაური - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები;

12.ნია ჯავახიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერებები;

13.ნინო ხაშმელაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ფილოლოგია;

14. ბექა ბასილაური- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) - ციფრული მარკეტინგი;

15. ანი სარუხანოვი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფაკულტეტი ისტორიული;

16 გიგი მებაღიშვილი - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლებელი;

17. თაკო ღვინიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ფილოლოგია;

18. ელისო ბიჩელაშვილი - სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, ფსიქოლოგია;

19. გიორგი არაბული - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მეღვინეობა;

20. აკო ბუწანკალური - სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ. 

„ვულოცავთ სკოლის კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას! ნაყოფიერ სტუდენტობას ვუსურვებთ! თქვენ ხართ იმედი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მერმისისა! უფლის წყალობა არ მოჰკლებოდეს თქვენს სავალ გზას! გლოცავთ, ვამაყობთ და გვეიმედებით!️“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება