სიახლეები
სკოლები

„დამამთავრებელი კლასი ისე ვტოვებთ სკოლას, ბოლო ზარსაც კი ვეღარ ვრეკავთ“- ხიხანის საჯარო სკოლის მოსწავლის ემოციური ჩანახატი
01-05-2020
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის ხიხანის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ლეილა მახარაძე საქართველოში ეპიდემიით გამოწვეულ მდგომარეობას ჩანახატს უძღვნის. მოსწავლე თავის ემოციებს და ფიქრებს გვიზიარებს.

„მონატრების 1 თვე-  რა გვასწავლა სიჩუმემ?!“

რაც უნდა  იყოს  გაზაფხულია, მერე რა, რომ სულ სხვანაირი გაზაფხული დაგვიდგა?! - ვიგემეთ ესეც...   ვისწავლეთ, რომ განშორება  ზოგჯერ საჭიროა, რადგან  მერე სულ ერთად ვიყოთ და უფრო მეტად დავაფასოთ ერთმანეთი...  რადგან ეს განშორების ერთი თვე, ჩვენს თავს და ოჯახის წევრებს მივუძღვნათ, უკეთ გავიცნოთ ისინი და მათი შესაძლებლობები, რომ მეტად ავიტანოთ და გავიტანოთ ერთმანეთი...  ვისწავლოთ ახალი და საინტერესო გარემოს შექმნა ჩვენთვის და ჩვენს ირგვლივ მყოფთათვის...  დისტანციურად ვიკონტაქტოთ მათთან ვინც გვენატრება, ვინც ჩვენი ყოველდღიურობა იყო და მათთანაც, ვისზეც ალბათ სხვა გარემოში ვერასოდეს ვიფიქრებდით...

... და მაინც, რა გვასწავლა  სიჩუმემ?!  -ვთვლი, რომ სიჩუმე არასოდეს ყოფილა გაბატონებული, ჩვენს სამყაროში და ვიმედოვნებ არც მოხდება ეს.   სიჩუმე როგორ იქნება, როცა ოჯახები ჟრიამულით აღსავსეა. როცა, მეზობლები ყავას დისტანციურად მიირთმევენ , ერთად“...  როცა, მასწავლებლები კვლავ, უწყვეტ რეჟიმში არიან ჩვენი აღმზრდელები და მეორე ოჯახი... როცა კვლავ, შეგვიძლია სოფელს იმ ხალისის  მეასედი მაინც დავუბრუნოთ, რაც ოდესღაც, ქალაქების გადავსებამდე იყო...  როცა, ახლა უფრო მეტი მეგობარი და მხარდამჭერი გვყავს, სხვადასხვა ქვეყნებიდან... და როცა, შეუძლებელია ამ ჩამონათვლის მთელი დღის წერისას თუ საუბრისას დასრულება შევძლო...   და აი, სწორედ ეს არის იმედი,  იმედი იმისა, რომ ეს განშორების პერიოდი, საინტერესოდ, ახალი აღმოჩენებით, გაღვიძებული ბუნებითა და ერთმანეთის ნახვის სურვილით „გაგიჟებული“  ხალხი, ისევ შევხვდებით ერთმანეთს...  ჩვეულებისამებრ ჩევეხუტებით და მოვეფერებით მათ... გავიხარებთ გულებს და დავამარცხებთ იმ  უხილავ მტერს, რომელიც უძლურია ისეთ სიყვარულთან, რომელსაც თუ საჭიროება მოითხოვს, ერთმანეთთან განშორებაც შეუძლიათ. აი, ისეთ სიყვარულთან, ჩვენ რომ ვიცით...  ისე კი, სიჩუმემ თუ არა, ამ განშორებამ და საკუთარ თავთან დარჩენამ და ყველაფრის გააზრებამ, კი მიმახვედრა, რომ შიში და პანიკა, ის  უხილავი იარაღია, რაც ურთიერთობებს ანგრევს და სიცოცხლეს სპობს... 

     ამ პერიოდმა ნათლად გვიჩვენა, რომ დედამიწას ხანდახან ჩვენგან, ჩვენი ტექნიკისა და წინ სვლის სხვადასხვა მიმართულებით სწრაფვით... ძალიან იღლება, ბინძურდება იმ წყლით, ჰაერით და გარემოთი, რომელსაც ყოველდღიურობაში მოვიხმართ და ჩვენი განუყოფელობაა...  სწორედ ახლა მოისურვა ალბათ, ჩვენგან დასვენება და ჩვენი დასვენებაც... ხოლო, ვინც არ დაემორჩილა მკაცრად დასაჯა.  მოგვცა მაგალითი ამით, რომ დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს... რადგან, დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად ვიქნებით ერთად. უფრო მეტ კარგ საქმეს გავაკეთებთ და დავაფასებთ მათ, ვინც არსებულ სიტუაციაში, ფარად ხალხის დახმარების სურვილი აქვს... დავაფასებთ წინა ხაზზე მდგომ „ჯარისკაცებს“, „მეომრებს“ და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას, სასიკეთოდ გამოვიყენებთ.  მე მჯერა,  აუცილებლად გამოიდარებს და ამ შავი ღრუბლებიდან მზის სხივები გამოანათებს მალე.

      კარანტინი, კომენდანტის საათი, დისტანციური ურთიერთობები, მთელი დღე სახლში ყოფნა და ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახის წევრების მონატრება... ეს იმ მცირედის  ჩამონათვალია რაც დედამიწის დაღლამ გამოიწვია. რამაც რაღაც დროით, ყველაფრის შეჩერება შეძლო. სკოლის ეხლანდელი დამამთავრებელი კლასი ისე ვტოვებთ, ვერც კი ვემშვიდობებით მეგობრებს, მასწავლებლებს და ბოლო ზარსაც კი  ვეღარ  ვრეკავთ... ეს ცოტა არ იყოს  მანაღვლიანებს, მაგრამ არც ეს არის  დასასრული. მთავარია ეს გამოწვევა ღირსეულად შევასრულოთ და მერე, როცა იქნება... სკოლაშიც მივალთ, მაისურებზე კეთილ სურვილებსა და მოლოცვებს დაგვიტოვებენ, სახალისო ნახატებითურთ... მასწავლებლებს იმ დიდი ღვაწლისთვის რაც გაუწევიათ, მადლობასაც გადავუხდით და სიგელებითაც დავასაჩუქრებთ... ყველაფრის გამოსწორებას და ახლიდან დაწყებას შევძლებთ. მთავარია, რწმენა არ დავკარგოთ და შეგვეძლოს ყველაფერში დადებითის დანახვა.  უნდა გვჯეროდეს, რომ მალე  ავაფრენთ თეთრ მტრედს და ვიზეიმებთ გამარჯვებას...

                                                                   ავტ: ლეილა მახარაძე, XII კლასის მოსწავლე
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„ვარსკვლავების“ დაჯილდოების ცერემონიამ ბათუმში სრული ანშლაგით ჩაიარა - Izrune.ge-ს მნიშვნელობაზე მოსწავლეთა მშობლები საუბრობენ

ბაღებში დასაქმებულთა ღირსეული ანაზღაურების სისტემა და განათლების დივერსიფიცირებული მოდელები - კიდევ რა ცვლილებების დანერგვას ითვალისწინებს დოკუმენტი

NAEC-მა რეგისტრაცია გამოაცხადა - ტესტის ნიმუშები და მაქსიმალური ქულები ცნობილია

გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორის სამოდელო გაკვეთილი - მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

როგორ შეხვდეს დღესასწაულს ისე, რომ მომავალმა წელმა ბედნიერება, წარმატება და იღბალი მოუტანოს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ სახალისო, შემოქმედებით აქტივობაში ჩართეს

„იყო თემის გაშლაც და მოსწავლეთა ცოდნის ჩვენებაც, ამ ყველაფერში კი ჩანდა მასწავლებლის უდიდესი შრომა“

სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ დათო დარსალია, კლასის ხელმძღვანელი კი - ნათია თოლორდავა

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის ხელმძღვანელმა რუსუდან თევანიანმა

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება