სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა პანდემიის პირობებში - ნახეთ რა ნაბიჯები გადადგა სკოლამ დისტანციური სწავლების ეფექტურობისთვის
16-04-2020
-
+


წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული დისტანციურ სწავლებაში. გთავაზობთ სკოლის მიერ კორონავირუსის პანდემიის პირობებში განხორცილებულ იმ ნაბიჯებს, რომელიც დისტანციური სწავლების ეფექტურობისთვის გადაიდგა. სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის მოულოდნელად, მსოფლიოსა და ქვეყანაში არსებული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე 2 მარტიდან შეწყდა სწავლა-სწავლების პროცესი სკოლაში. „იძულებითი არდადეგები“ გახანგძლივდა და დავდექით სხვა რეალობისა და ახალი გამოწვევის წინაშე. მნიშვნელოვანი იყო, სკოლის დირექტორის სწორი ხედვა, რათა დისტანციური სწავლებისთვის სათანადოდ გაგვერთვა თავი.

პირველი ნაბიჯი, რაც დირექტორმა გადადგა იყო ის, რომ დამრიგებლებისგან მოითხოვა ინფორმაცია მოსწავლეების და მათი ოჯახების შესახებ ინტერნეტთან წვდომისა და სხვა ტექნიკური გამართულობის შესახებ. პირველ ეტაპზე მოსწავლეებთან კონტაქტზე გასასვლელად შეიქმნა დამრიგებლების მიერ მშობელთა მესენჯერ „ჩათები“ კლასების მიხედვით, სკოლამ ასე დაიწყო ონლაინ სწავლებისათვის მზადება, სამინისტრომ ოპერატიულად შესთავაზა საქართველოს მასწავლებლებს Microsoft–ის პროგრამა, თითოეული მასწავლებელის და მოსწავლის ექაუნთები გადმოეგზავნა სკოლას, სკოლის აიტ.სპეციალისტის დახმარებით განხორციელდა სრული ჩართულობა აღნიშნულ პლატფორმაზე, როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების მხრიდან, შეიქმნა ადმინისტრაციული Microsoft TEAMS „სამასწავლებლო“ სკოლის დირექტორის მიერ, სადაც რეგულარულად ტარდება თათბირები და ანგარიშების წარდგენა ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით მასწავლებლებისა და დამრიგებლების მხრიდან. უფრო მეტიც, რამდენიმე მასწავლებელმა ჩაატარა კოლეგებთან თანამშრომლობის მიზნით ონლაინ შეხვედრა „თიმისის“ სწავლებასთან დაკავშირებით. გაიწერა დისტანციური სწავლების ცხრილი, გაკვეთილები ტარდება სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით. ჩვენი სკოლის ერთ-ერთი შიდა რეკომენდაციაა ტელესკოლის გაკვეთილებთან დავამყაროთ გარკვეული ბმა, რათა მოსწავლე ტელესკოლას არ მოწყდეს. იდეალური მდგომარეობა ჯერ ნამდვილად არ გვაქვს, თუმცაღა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მასწავლებლები ლამის 24-საათიანი გრაფიკით მუშაობენ, იყენებენ Microsoft 365 სხვადასხვა რესურსს, როგორიცაა OneDrive, Forms, Outlook, სკოლიდან რამდენიმე მასწავლებელი გაწევრიანებულია განათლების სამინისტროს მიერ რაიონის დონეზე შექმნილ მოხალისეთა „Microsoft ონლაინ მხარდამჭერთა ჯგუფში“ ასევე ესწრებიან სამინისტროს მიერ დანიშნულ საგნობრივ ონლაინ ვებინარებს.

გაკვეთილები ტარდება „თიმსის“ კალენდრის მიხედვით, წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია, შესაბამისად თითქმის ყველასთან ვკონტაქტობთ ონლაინ პლატფორმებით, რამდენიმე მოსწავლესთან კი სატელეფონო კონტაქტი გვაქვს.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სკოლის სახელით თითოეულ მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს აქტიურობისა და თანამშრომლობისთვის. და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებიც აქტიურად ცდილობენ დაეხმარონ ერთმანეთს და გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება, ამის მაგალითია მეშვიდე კლასელი მოსწავლის ვიდეო გაკვეთილები თანასკოლელებისთვის", - აღნიშნა წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის წარმომადგენელმა.




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეროვნული გამოცდები დასრულდა - NAEC-ის სტატისტიკა

„კვლევით, გამოწვევაა მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ - საქართველოს სკოლებში 17 ათასზე მეტი პენსიონერი ასწავლის

აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთი საგამოცდო ტესტი გამოქვეყნდა

ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება - რამდენი აბიტურიენტი არ მივიდა და როგორია სტატისტიკა

ახალი პროგრამა, რომელიც სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლიდან დაინერგება - დეტალები 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
მომხსენებელმა ისაუბრა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება