სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

izrune.ge-ს ღონისძიება ვარსკვლავებისთვის ამ წუთებში მიმდინარეობს
08-02-2026
-
+


ამ წუთებში,  ინოვაციური მაღალტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროექტ izrune.ge-ს საზიმო ღონისძიება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც წარმატებულ „იზრუნელებს“ პერსონალური დიპლომები გადაეცემათ. დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან „ეტალონის“ ოლიმპიადების ლიდერი „იზრუნელები“, სპეციალური დიპლომები გადაეცემათ გამორჩეულ მოსწავლეთა კლასის დამრიგებლებსაც. 

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით აქტიურ იზრუნელებს ყველაზე მზრუნველი პროექტისგან სპეციალური საჩუქრები ელით.

დაჯილდოების ცერემონიას სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. ეს ღონისძიება კიდევ ერთი თვალსაჩინოებაა - ყველაზე მზრუნველი პროექტისთვის თავისი პატარა მეგობრები, თანამოაზრეები, მუდამ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები და სკოლები პრიორიტეტს წარმოადგენს.

რას აძლევს მოსწავლეებს izrune.ge-ში ჩართულობა? - მსოფლიოში ყველაზე მზრუნველმა პორტალმა  სკოლა-მოსწავლე-მშობელი ერთი მთავარი მიზნის ირგვლივ გააერთიანა; izrune.ge-ს მრავალფეროვანი და მიღებული ცოდნის განმტკიცებაზე ორიენტირებული ტესტების საშუალებით, მოსწავლეები სწრაფად აზროვნებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარებს ივითარებენ, რაც წარმატების მიღწევის წინაპირობას ქმნის.

დღევანდელი ღონისძიება კი დიდი წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც პროექტის ავტორისა და მთელი შემოქმედებითი გუნდის ძალისხმევით, წიგნიერების, მეგობრობის, განათლების ნამდვილ დღესასწაულს უწყობს ბეჯით მოსწავლეებს მთელი საქართველოდან.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება