სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებისთვის ადამიანის უფლებათა სწავლების დოკუმენტი არ არსებობს - სახალხო დამცველის 3 რეკომენდაცია განათლების მინისტრს
07-04-2020
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, მასწავლებლებისთვის ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი ტრენინგ პოლიტიკის დოკუმენტი არ აქვს შემუშავებული, რაც ართულებს განათლების სისტემაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის რეალიზებას - აღნიშნულია სახალხო დამცველის 2019 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საპარლამენტო ანგარიშში.


ნინო ლომჯარიას ანგარიშის მიხედვით, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში ადამიანის უფლებების საბაზისო ცოდნის მოთხოვნის თაობაზე 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული რეკომენდაცია არ შესრულებულა.

„რეკომენდაციები, რომელთა ადრესატებიც კონკრეტული ადგილობრივი თვითმმართველობები იყვნენ და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებას ეხებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობების მხოლოდ მცირე ნაწილმა შეასრულა და ისიც, ნაწილობრივ 2018 წელს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან დადებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ადამიანის ძირითად უფლებებში პედაგოგთათვის განკუთვნილი ონლაინ-ტრენინგ კურსის მოდულები შეიმუშავა და ცენტრს მიაწოდა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2016-2019 წლების სტრატეგიის ანალიზი არ მიუთითებს იმაზე, რომ მასწავლებლებისთვის ადამიანის უფლებათა საკითხებისა და მათი საგაკვეთილო პროცესში დანერგვის შესახებ ცოდნის მიწოდება სტრატეგიული პრიორიტეტია.

„2019 წელს, ცენტრის აქტივობების ანალიზი ცხადყოფს, რომ სკოლის 453 პედაგოგს ჩაუტარდა ტრენინგი - „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობის“ თაობაზე, ხოლო აქტივობათა დანარჩენი ნაწილი ძირითადად ვორქშოფების სახით იყო წარმოდგენილი, რომელშიც ჯამურად მხოლოდ 170 პედაგოგი მონაწილეობდა“,- აღნიშნულია ომბუდმესნის 2019 წლის ანგარიშში.

გთავაზობთ, სახალხო დამცველის მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისთვის მიცემული რეკომენდაცებს:

  • შემუშავდეს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით
  • შემუშავდეს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი ტრენინგ-პოლიტიკის დოკუმენტი
  • მასწავლებლებისთვისა და სასწავლო პროცესში ჩართული სხვა პირებისთვის ხელი შეეწყოს საგნის, „სახელმწიფო და სამართალი“, ეფექტიანად დანერგვას სასკოლო სივრცეში და განიხილოს ამ საგნის სახელმძღვანელოების შესარჩევად გრიფირების გამოცხადების შესაძლებლობა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება