TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ გაჭიანურდა 5 კრედიტიან ტრენინგზე რეგისტრაციის გამოცხადება და რა ცვლილებას გეგმავს მასწავლებლის სახლი?
27-03-2020
-
+


რატომ არ ცხადდება პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის 5-კრედიტიან ტრენინგზე რეგისტრაცია, რომელიც ჯერ კიდევ თებერვალში უნდა გამოცხადებულიყო? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-მ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა.

ჩვენთან საკითხზე კომენტარი მასწავლებლის სახლის რეგიონული კოორდინაციის სამსახურის უფროსმა ხათუნა ბარაბაძემ გააკეთა. როგორც მან პედაგოგებისთვის განმარტა, მთავრობამ უნდა დაამტკიცოს მასწავლებლის სახლის მიერ გადაგზავნილი დოკუმენტი, რომელიც მასწავლებელთა სქემაში განსახორციელებელი ცვლილებებს ეხება და მასში 5-კრედიტიანი ტრენინგიც მოიაზრება. მთავრობის მიერ დოკუმენტის დამტკიცებამდე კი მასწავლებლის სახლს არ აქვს უფლება აღნიშნულ ტრენინგზე რეგისტრაცია გამოაცხადოს. 

„ეს 5 კრედიტიანი ტრენინგები არის სქემის ცვლილების ნაწილი. ეს არის ახალი ინიციატივა, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს და ვიდრე დადასტურებული დოკუმენტი არ გვექნება, მანამდე ვერ შევძლებთ ვერაფრის გაკეთებას და გამოცხადებას.

ჩვენ მთავრობას აღნიშნული სქემის ცვლილებების შესახებ დოკუმენტი იანვრის ბოლოს გავუგზავნეთ, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია დაველოდებით მთავრობის მიერ ამ ინიციატივის დამტკიცებას“, - განაცხადა რეგიონული კოორდინაციის სამსახურის უფროსმა.

ამასთან, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ტრენინგები დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

„ჩვენ მზად გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ტრენინგები დაიწყოს. ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, მდგომარეობიდან გამომდინარე უკვე შეუძლებელი შეიქმნა ტრენინგების პირისპირ ფორმატით ჩატარება, შესაბამისად ტრენინგები მოვარგეთ ონლაინ სივრცეს. რეალურად ეს ცვლილება უკვე შეტანილია და ონლაინ ტრენინგების ჩასატარებლად მზად ვართ. ერთადერთი რასაც ველოდებით ეს არის მთავრობის მიერ წარდგენილი ცვლილებების დამტკიცება, რის შემდეგაც დავიწყებთ ონლაინ ტრენინგების ჩატარებას“, - განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ. 

იხილეთ ასევე: მასწავლებლის სახლის ტრენინგების ხელმძღვანელი ნინო გორდეზიანი 5-კრედიტიანი ტრენინგის დეტალებზე საუბრობს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება