სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლის ტრენინგების ხელმძღვანელი ნინო გორდეზიანი 5-კრედიტიანი ტრენინგის დეტალებზე საუბრობს
04-03-2020
-
+


პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის 5-კრედიტიან ტრენინგებზე რეგისტრაცია უახლოეს დღეებში გამოცხადდება - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგების პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო გორდეზიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, ტრენინგები ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ცხადდება და მოიცავს როგორც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანს, ისე ზოგად პროფესიულ უნარებს.

„გადაწყვეტილებას ველოდებით და უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ რეგისტრაციას. 5-კრედიტიანი ტრენინგი ყველა პრაქტიკოსი პედაგოგისთვის არის გათვლილი ეს არის 12 ათასი მასწავლებელი მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლაში.

ტრენინგები იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნობრივი მიმართულებით, ასევე გათვალისწინებულია ტრენინგი ზოგად პროფესიულ უნარებში - იქნება სასწავლო პროფესიის დაგეგმვა მართვა და შეფასების მიმართულებით. საგნობრივ ტრენინგები იქნება საგნის სწავლებისა და სწავლების მეთოდიკის შინაარსი“ - განაცხადა ნინო გორდეზიანმა.

რაც შეეხება ტრენინგების ჩატარების ადგილმდებარეობას მასწავლებელთა სახლის ტრენინგების პროგრამის ხელმძღვანელის ცნობით, მსმენელებს თავად ექნებათ საშუალება დააფიქსირონ, სად სურთ ტრენინგის ჩატარება. ტრენინგების ხანგრძლივობა კი თავად საგანზეა დამოკიდებული.

„ტრენინგების რეგისტრაცია მასწავლებლის სახლის ოფიციალურ გვერდზე იქნება შესაძლებელი და რეგისტრაციის დროს მსმენელები თავად ირჩევენ მათთვის სასურველ ადგილს - ეს არის რაიონულ ცენტრები და სკოლები. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით გვყავს პარტნიორი მასპინძელი სკოლები. ტრენინგები ჩატარდება რაიონულ ცენტრებში სოფლებში, მთავარია, სად გამოხატავენ თავად მსმენელები ტრენინგის ჩატარების სურვილს.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული ტრენინგები ყოველთვის ტარდება პარასკევს დღის მეორე ნახევარში და  შაბათ-კვირას სრული დღეები, თუმცა საკონტაქტო  საათების რაოდენობიდან გამომდინარე შესაძლოა ჩატარდეს პარასკევი, შაბათი, კვირა და მეორე პარასკევი. გააჩნია რომელ ტრენინგს და რომელ მოდულს აირჩევს მასწავლებელი.

ტრენინგებს აქვს თავისი დავალებები, რომელიც მასწავლებლებმა უნდა განახორციელონ სასწავლო პროცესში, შესაბამისად ისინი თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში ნერგავენ.

ტრენინგის საათობრივი გადანაწილება სხვადასხვა იქნება და დამოკიდებულია საგანის სპეციფიკაზე. ტერნინგების დასრულება კი დამოკიდებულია მსურველთა რაოდენობაზე. როგორც აღვნიშნეთ ტრენინგს ყველა პრაქტიკოს მასწავლებელს ვთავაზობთ. ვფიქრობთ რომ სასწავლო წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ტრენინგებიც“, - განაცხადა ტრენინგების პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო გორდეზიანმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება