სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„თქვენ როგორც გვეტყვით, ისე მოვიქცევით, ოღონდ გადავრჩეთო“ - რა ხდება მარნეულსა და ბოლნისში
26-03-2020
-
+


ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, რამდენიმე დღის წინ ბოლნისი-მარნეული საკარანტინე ზონად გამოცხადდა. Etaloni.ge დაინტერესდა, როგორ უმკლავდებიან არსებულ ვითარებას სკოლების დირექტორები თუ პედაგოგები, რა ფსიქოლოგიური სამუშაოს გატარება უწევთ მოსწავლეებთან, ნამდვილად ეურჩება თუ არა მოსახლეობა წესრიგის დამცველებს და ზოგადად, რას გრძნობენ ადამიანები, რომლებიც დანარჩენ სამყაროს ამჟამად მოწყვეტილები არიან.

მარინა გორშკოვა - ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძოს კოლა „დავითიანის“ დირექტორი:

ვცდილობთ, არსებულ ვითარებაში სიმშვიდე შევინარჩუნოთ. მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენ მოსწავლეებთან; აი, მაგალითად, დღეს ჩავწერეთ ვიდეო, სადაც პირბადეების შეკერვას ვასწავლით მოსახლეობას. რაც შეეხება გაკვეთილებს, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ყველა რესურსი გამოვიყენოთ. თუმცა პედაგოგები უკვე ოცნებობენ რეალური გაკვეთილის ჩატარებაზე. პროდუქტი საკმარისად გვაქვს, მართალია, იყო მცირე შეფერხებები, თუმცა მოგვარდა; ჩვენმა მაჟორიტარმა წამოიწყო კამპანია - დაავადებას არ გააჩნია ეროვნება...  ვამხნევებთ ერთმანეთს,  ვკერავთ პირბადეებს, ვამზადებთ სადეზინფქციო ხსნარს და უანგაროდ ვარიგებთ  მოსახლეობაში. ნემსი და ძაფი ყველას გვაქვს ოჯახში; ასე ჯდომა არ გამოვა, დროული რეაგირებაა საჭირო და სულ ვამბობ, მუნიციპალიტეტს ხელებში არ უნდა ვუყუროთ. ხანდაზმულებს და სოციალურად დაუცველებს ურიგებენ საკვებს, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა - სამწუხაროდ, სამოქალაქო ცნობიერება ძალიან დაბალია. მაინც გადის ხალხი ქუჩაში და 80 პროცენტს პირბადე არ უკეთია. არ აქვთ გათავისებული არსებული საფრთხე და ვერც იმას აცნობიერებენ, თითოეული ჩვენგანის პაწაწუნა წვლილი ძალიან ბევრს ნიშნავს. ბავშვებს უშვებენ მაღაზიაში, ვერ იგრძნობთ, რომ ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა - იმდენი ხალხი მოძრაობს.

ნანა ოდიშელიძე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

პანიკა ნამდვილად არ მაქვს, ვართ სახლში და ასე ვმუშაობთ. ბავშვებიც მშვიდად არიან, რასაც ვერ ვიტყოდი მასწავლებლებზე - ძალიან შეშფოთდნენ და გარკვეული ძალისხმევა დამჭირდა, რომ არ ენერვიულათ; თუმცა ამ ეიფორიამაც მალე გაიარა და ახლა ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ სწავლებას. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი დროებითია, მაგრამ მე ის მაწუხებს, რომ არიან ბავშვები, ვისაც საერთოდ არ აქვს საკომუნიკაციო საშუალებები და ამის გამო საგაკვეთილო პროცესში გვიჭირს. პროდუქტი არ გვაკლია, პირბადეების დეფიციტი ნამდვილად არის, თუმცა მოსახლეობა ცდილობს დისტანცია შეინარჩუნოს. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო ბოლნისი-მარნეულის ჩაკეტვა. ასე ჩვენც დაცულები ვართ და დანარჩენი მოსახლეობაც. ცოტა რთულად იყო საქმე მარნეულში, მაგრამ ახლა აკონტროლებენ, აზერბაიჯანულად აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ არ გამოვიდნენ.

შეზღუდვების მიმღებლობა ცოტა უჭირს საზოგადოებას, მაგრამ გააჩნია, რომელ სოციუმთან გვაქვს საქმე... ბოლნისი ადეკვატურად შეხვდა შეზღუდვებს, თუმცა სამწუხაროა, რომ ვიღაცები შემოვლითი გზებით მაინც ახერხებენ გასვლას.

აზადა მურადოვა - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:  

 ჩემი მოსწავლეები ძალიან დამჯერები არიან. მუდმივად მირეკავენ და მეკითხებიან, როგორ მოიქცნენ. .ვცდილობ, დავამშვიდო, ვუხსნი, რომ აუცილებელია პირადი ჰიგიენისა და დისტანციის დაცვა. მოსახლეობას ამოწმებენ და ამას მივესალმები, ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დამალვა კარგს არაფერს მოგვიტანს. ჩვენ უნდა გადავრჩეთ და ამისთვის ყველაფერი კეთდება. მოსახლეობაც მიხვდა, რომ სახლში უნდა დარჩეს. ბავშვები კი მეუბნებიან - თქვენ როგორც გვეტყვით, ისე მოვიქცევით, ოღონდ გადავრჩეთო. მჯერა, ყველაფერი იქნება კარგად.

არტუშ ურუმიანი -მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსახლეობაში სიმშვიდეა, სახლში ვრჩებით და მოსახლეობაც უკვე აცნობიერებს, აუცილებელია დაემორჩილოს წესებს. ბავშვებს რაც შეეხება, ყველანაირად ვცდილობთ, მუდმივ კავშირზე გვყავდეს. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის პრობლემა გვაქვს და ეს განსაკუთრებით ჩვენთან, მთიან სოფელში იგრძნობა. მთავარია, უსაქმოდ არ ვართ, თუმცა ეს არაა სრულფასოვანი განათლება. მასწავლებლისთვისკი, რომელიც წლებია მუშაობს, სახლში ჯდომა სასჯელია.

დინარა პირველი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოგეხსენებათ, ჩვენი რაიონი საკარანტინე ზონად გამოცხადდა, თუმცა სიმშვიდეს ვინარჩუნებთ, მაღაზიებიც მუშაობს კანონის სრული დაცვით, ჩვენ კი ვცდილობთ, დავრჩეთ სახლში. პირველ დღეს ცოტა შეინიშნებოდა მღელვარება მოსახლეობაში, მაგრამ ახლა გადაიარა ამ ეიფორიამ. რაც შეეხება ბავშვებს, თავისთავად კომუნიკაცია გვაქვს მათთან და მასწავლებლები მუდმივად ცდილობენ, ესაუბრონ არსებულ ვითარებაზე, დაამშვიდონ, აუხსნან, რომ პირადი ჰიგიენის დაცვა აუცილებელია. ჩვენც ვემორჩილებით რეკომენდაციებს და ველით, როდის დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას.

მაია ისიანი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩაკეტილი ზონა აბოლნისი-მარნეული, მაგრამ ვუმკლავდებით შეძლებისდაგვარად. ჩვენ მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს ვუხსნით, რომ საფრთხილო ვითარებაა და აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა. როგორც შეგვიძლია, ვცდილობთ,  ხმა მივაწვდინოთ - იყვნენ სახლში და  ყველა ერთად მოვერევით შექმნილ ვითარებას. მართალია ენის ბარიერი არსებობს, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის მოსახლეობასთან კომუნიკაციაში. სხვა მხრივ, მშვიდობა გვქვს ჯერჯერობით და ასეთ დროს, პედაგოგებს განსაკუთრებული როლი აქვთ - ესაა ინტელიგენცია, ვისგანაც მოსახლეობა ინფორმაციას იღებს და ენდობა. სამწუხარო, ისაა, რომ დაიწყო ეთნიკური ნიშნით ჩაგვრა, არადა,  ეროვნება რა შუაშია, როცა ადამიანის თვითშეგნებაზე ვსაუბრობთ. ამიტომ მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ვაკონტროლოთ ყოველი სიტყვა, რომელსაც არსებულ ვითარებაში უდიდესი ძალა აქვს.

ლალი მარგიანი -მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის პედაგოგი:

არსებული ვითარება ფსიქოლოგიურადაა ძნელი გადასატანი, თორემ ისე, ვსხედვართ სახლებში და მოსახლეობაც გაგებით ეკიდება გამკაცრებულ პირობებს. ჩემი სამეზობლო გარეთ არ გადის,  ქუჩებიც დაცარიელებულია, კანტიკუნტად დადის ხალხი. კონტაქტი ბევრ ადამიანთან მაქვს და სიმართლე გითხრათ, ვიცი, სოფლებში, მეზობელი მეზობელთან არ იშლის სიარულს. ალბათ იმიტომ, რომ ვერ აცნობიერებენ ვითარების სერიოზულობას. მე კი ჩემ მოსწავლეებთან ერთად, აზერბაიჯანულად, სომხურად და ქართულად ჩავწერე ვიდეო-მიმართვა - დარჩით სახლში; ასე გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება. ჩემ მოსწავლეებს მუდმივად ვახსენებ, რომ თავად არ გავიდნენ გარეთ. ინფორმაციულ ვაკუუმში არ არიან, მოსახლოებას ტესტებს უტარებენ და მჯერა, ყველაფერს ადვილად მოვერევით.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება