სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მინდა, ჩვენი სკოლა ყოველთვის იყოს სივრცე, სადაც ცოდნა და ადამიანობა ერთად ქმნიან მომავლის განათლებას“-თბილისის N133 სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე
13-11-2025
-
+


თბილისის №133 საჯარო სკოლა არის სივრცე, სადაც ცოდნა და სწორი ღირებულებები ერთად ქმნიან მომავლის განათლებას. მის დირექტორს - ლიანა ფუტკარაძეს სჯერა, რომ განათლება მხოლოდ აკადემიური წარმატება კი არა, პიროვნული ზრდის გზაა.

მისი ხედვით, მოსწავლის განვითარებისთვის გადამწყვეტია სითბოთი, ნდობითა და მოტივაციით სავსე გარემო, სადაც თითოეულ ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა, იპოვოს საკუთარი გზა, გახდეს შემოქმედი და ინოვატორი.

დირექტორს სკოლის მთავარ წარმატებად მიაჩნია, ბედნიერ მოსწავლეები, რომელთაც უყვართ სწავლა და ცხოვრებაში იყენებენ სკოლაში შეძენილ ღირებულებებს.

etaloni.ge-ს ბლიც -კითხვებს თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- სითბოთი, ნდობითა და მოტივაციით სავსე გარემო, სადაც თითოეულ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს ცოდნა, რათა იპოვოს საკუთარი გზა, გახდეს შემოქმედი და ინოვატორი.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- ჩვენი მოსწავლეები ბედნიერები არიან, უყვართ სწავლა და ცხოვრებაში იყენებენ სკოლაში შეძენილ ღირებულებებს: ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და პასუხისმგებლობას.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- ერთიანობა ჩვენი ძალაა. სწორედ გუნდის თანადგომით იქმნება ის ენერგია, რომელიც ჩვენს სკოლას გამოარჩევს: სითბო, პროფესიონალიზმი და საერთო მიზნისკენ სვლა.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- ადამიანი - ჩვენი მოსწავლეები, პედაგოგები, თანამშრომლები, მშობლები, რომლებთან ერთად ყოველდღე ვქმნით მეგობრულ, მზრუნველ და შემოქმედებით გარემოს. სწორედ ისინი აძლევენ სკოლას სიცოცხლის ძალასა და სულიერებას.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- სკოლა თავის მთავარ მისიას ასრულებს - აჩენს ინტერესს, ასწავლის, ავითარებს დამოუკიდებელ აზროვნებას და ფრთებს ასხამს  ბავშვების ოცნებებს.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- გადაწყვეტილების მიღებას ობიექტურობაზე, გულწრფელობასა და თანაგრძნობაზე დაყრდნობით ისე, რომ არავის შეელახოს პიროვნული ღირსება.

-    მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- სწავლა სიხარულია, ინოვაცია - ყოველდღიურობა, ინდივიდუალურობა- ღირებულება. სკოლა, სადაც თითოეული მოსწავლე გრძნობს, რომ უყვართ, მისი ესმით და აფასებენ; სადაც მასწავლებელი სიამაყით ამზადებს მომავლის თაობას და გუნდი ერთიანად ზრუნავს ბავშვის განვითარებასა და კეთილდღეობაზე. 133-ე საჯარო სკოლა არის და მინდა ყოველთვის იყოს ის  სივრცე, სადაც ცოდნა და ადამიანობა ერთად  შექმნიან მომავლის განათლებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება