სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ყველა რესურსი - ადამიანური თუ მატერიალური მიმართული უნდა იყოს მოსწავლის განათლებისა და აღზრდისთვის“- ლაცორიის საჯარო სკოლის დირექტორი ზაურ გოლეთიანი
14-11-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის დირექტორი ზაურ გოლეთიანი მოწოდებულია თითოეულმა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, ჩამოყალიბდეს ღირსეულ მოქალაქედ და შეძლოს თავისი პოტენციალის სრულად რეალიზება.

მისთვის სკოლაში ყველაზე ფასეულია სწავლების ხარისხზე ზრუნვა, ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდა და მოსწავლეთა ინტელექტუალური და ფიზიკური მონაცემების განვითარება. 

სირთულეებისა და გამოწვევების დროს დირექტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამართლიანობას და სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობაზე მთელი გულით ზრუნავს.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ​ლაცორიის საჯარო სკოლის დირექტორი ზაურ გოლეთიანი პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- სრულფასოვანი გარემო მოსწავლის ხარისხიანი განათლებისთვის. ყველა რესურსი ადამიანური თუ მატერიალური მიმართული უნდა იყოს მოსწავლის განათლებისა და აღზრდისთვის.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- როგორ მიმდინარეობს სკოლაში სწავლა-აღზრდის საქმე. მნიშვნელოვანია მონაწილეობის მიღება სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში, სპორტულ ღონისძიებებში და თუ რამდენი მოსწავლე მოხვდება უმაღლეს სასწავლებელში. ყველაფერი იზომება მიღწეული შედეგებით.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- კოლექტივის თანადგომის გარეშე ვერც ერთი საკითხი ვერ გადაწყდება სკოლაში. სასკოლო საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული სკოლის საქმიანობაში.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- სწავლის ხარისხზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი. მოსწავლეთა ინტელექტუალური და ფიზიკური მონაცემების განვითარება.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- მას აქვს მასწავლებლის მხრიდან დიდი დახმარება და ყურადღება. გაკვეთილი უნდა იყოს ყოველმხრივ საინტერესო, რათა შესრულდეს სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნები.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- ადვილად მოგვარდეს არსებული პრობლემები. ყველა დაინტერესებული მხარე ჩართული უნდა იყოს დიალოგში, რათა ეფექტურად მოგვარდეს ჩვენს წინაშე არსებული პრობლემები.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- მოსწავლის და მასწავლებლის გარდა თავს მოიყრიან სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, რათა სასწავლო პროცესთან ერთად ტარდებოდეს კულტურული ღონისძიებები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება