სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რას ნიშნავს 1 უნივერსიტეტი-1 ფაკულტეტი - პრემიერი განმარტავს
16-11-2025
-
+


ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ძალიან განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეთ ერთი და იგივე ფაკულტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ყველა უნივერსიტეტი დარჩება თავისი ავტონომიით.

„ერთადერთი პრინციპი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც არის ძალიან ფუნდამენტური მნიშვნელობის, რომელიც მოქმედებდა თავის დროზე ჩვენს ქვეყანაში და მერე სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების გამო დაირღვა, ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეთ ერთი და იგივე ფაკულტეტი. ჩვენთან ისედაც მწირია საკადრო რესურსი, მათ შორის ინფრასტრუქტურული რესურსი, ასეთ პირობებში ჩვენ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში გვქონდეს ერთი და იგივე ფაკულტეტები. ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ჩვენი კონცეფცია, ეს არის ფაკულტეტების გადანაწილება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იმ პირობებში, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს ავტონომიას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, დარჩება თუ არა ლექტორების ნაწილი სამსახურის გარეშე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არა.

„საუბარია გადანაწილებაზე. მინდა შეგახსენოთ, ესეც განათლების ნაწილია რომ შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება