| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორ გულჩოხრა გუსეინოვასთვის სკოლის წარმატება იზომება მოსწავლეთა აკადემიური პროგრესით, მასწავლებელთა პროფესიონალიზმით, მშობელთა ჩართულობით, ინოვაციური მიდგომებით. ასეთი გარემოს შექმნა კი შეუძლებელია ძლიერი გუნდის გარეშე - კოლექტივის თანადგომა, ურთიერთგაგება და აზრების გაზიარება წარმატების გზას ამარტივებს. სკოლის წარმატებისთვის კი ძალ-ღონეს არ იშურებს და სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობაზე აქტიურად ზრუნავს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა პასუხობს.
- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...
- არა მხოლოდ სწავლა, არამედ ისეთი გარემო და პირობები, რომლებიც მას ღირსეულ პიროვნებად ჩამოაყალიბებს, მაგ: პოზიტიური და უსაფრთხო გარემო სადაც, ბავშვი თავს დაცულად იგრძნობს. მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხარდაჭერა, შემოქმედებითი და ფიზიკური აქტივობები. თანაკლასელებთან თანამშრომლობა, მოტივაციის გაძლიერება, მშობლისა და სკოლის პარტნიორობა.
- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...
- მოსწავლეები გამოირჩევიან აკადემიური პროგრესით, მასწავლებელთა პროფესიონალიზმით, მშობელთა ჩართულობით, ინოვაციური მიდგომებით, თანამედროვე ტექნოლოგიების პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენებით.
- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...
- მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა მხარდაჭერა, სადაც კოლექტივის წევრები ერთმანეთს ეხმარებიან, უზიარებენ ერთმანეთს აზრებს, ასე წარმატება უფრო იოლია.
- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...
- მოსწავლე და მისი განვითარება, მისი წარმატება, მასწავლებლის ერთგულება, პროფესიონალიზმი და მოსწავლის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბება...
- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...
- მას აუცილებლად უნდა შევუნარჩუნო სწავლის ინტერესი, მივცე მეტი შესაძლებლობები, დავავალო უფრო რთული და შემოქმედებითი ამოცანები პროექტები... უნდა გავითვალისწინო მისი აზრი და პატივი ვცე მას.
- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...
- ჩემთვის რომ სამართლიანად ვიმოქმედო, მოვუსმინო ორივე მხარეს და სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ შევინარჩუნო ღირსება, ვიყო გულწრფელი და მართალი.
- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...
- მოსწავლე, მასწავლებელი იგრძნობს თავს ბედნიერად და სადაც ყველას აზრი იქნება გათვალისწინებული.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ