| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია განათლების ხელშეწყობის პროგრამა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება 3 სამუსიკო სკოლა, რომლებშიც დაწყებით და საბაზისო მუსიკალურ განათლებას 2024-2025 სასწავლო წელს იღებს სულ 481 მოსწავლე. ორგანიზაციაში დასაქმებულია 49 პედაგოგი და 18 ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი.
სამუსიკო სკოლების პედაგოგები ვერ სარგებლობენ ,,პედაგოგის სტატუსით“, კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ განხორციელებული პედაგოგთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების სპეციალური პროგრამებით, როგორიცაა: პედაგოგთა ჯანმრთელობის დაზღვევა, დანამატი მაღალმთიან დასახლებაში დასაქმებული პედაგოგებისთვის, პედაგოგთა სერტიფიცირების შედეგად ხელფასის ზრდა და სხვ.
„ამდენად, სასურველია პროგრამის ფარგლებში ეტაპობრივად გაიზარდოს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, რათა მოხდეს სკოლებში მაღალი დონის სპეციალისტების შენარჩუნება და ახალგაზრდა თაობისათვის სკოლაში მუშაობის დაწყების მოტივაციის ამაღლება. სამუსიკო სკოლებში სწავლა უფასოა, სკოლა სრულად ფინანსდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან“, - აღნიშნულია დადგენილებაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას