სიახლეები
ყველაზე პოპულარული


უნივერსიტეტები აღარ მიიღებენ აბიტურიენტებს, რომლებიც სკოლაში ბულინგში მონაწილეობდნენ - სამხრეთ კორეაში წესები მკაცრდება
15-11-2025
-
+


სამხრეთ კორეაში ძალაში შევიდა უმაღლეს სასწავლებლებში მიღების ახალი წესები, რომელებიც კარდინალურად ცვლის სტუდენტების შერჩევის პრინციპებს. 

ახლა ქვეყნის უნივერსიტეტები აკვირდებიან არა მხოლოდ აბიტურიენტების აკადემიურ მიღწევებს, არამედ მათ ყოფა-ქცევას სასკოლო წლებში. 

როგორც ონლაინ გამოცემა Korean Herald წერს, 45-მა აბიტურიენტმა უკვე ვერ შეძლო უნივერსიტეტებში ჩაბარება თანაკლასელების ბულინგის გამო, რადგან უმაღლესმა სასწავლებლებმა აპლიკანტების მიღებისას მათი ბულინგში მონაწილეობა გაითვალისწინეს. მათ უარი მიუღებელი საქციელის გამო ეთქვათ. 

აბიტურიენტების განაცხადი არ მიიღეს ქვეყნის ისეთმა ცნობილმა უმაღლესმა სასწავლებლებმა როგორიცაა: სეულისა და იუნგბოკის უნივერსიტეტები. ამ უკანასკნელში დისციპლინის მკაცრი სისტემა მოქმედებს - წესრიგის დამრღვევებს ახლა საჯარიმო ქულებს ურიცხავენ მათ მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის შესაბამისად. 

მომავალი წლიდან კი უკვე ქვეყნის ყველა უნივერსიტეტი იქნება ვალდებული, აპლიკანტების მიღებისას გაითვალისწინოს სკოლაში ძალადობაში მონაწილეობის შესახებ მონაცემები.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ღონისძიებები მიმართულია უფრო ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს ფორმულირებისა და ახალგაზრდებში ძალადობის პროფილაქტიკისთვის. სიახლეს უკვე მოჰყვა დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი: მშობლები და მოსწავლეები განიხილავენ, როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს წარსულმა მომავალზე, თავად უნივერსიტეტები კი ხაზს უსვამენ არა მხოლოდ ცოდნის მნიშვნელობას, არამედ აპლიკანტთა პიროვნულ თვისებებსაც.

ქვეყნის მთავრობა დარწმუნებულია, რომ წესების გამკაცრებას შეუძლია სკოლებში ძალადობა შეამციროს და აამაღლოს მოზარდების პასუხიმგებლობა. ახლა თითოეულ კურსდამთავრებულს უნდა ახსოვდეს: მისი სკოლაში ქცევა შესაძლოა, გადამწყვეტ ფაქტორად იქცეს ცხოვრების გზის არჩევისას. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

საქართველოში დედის დღე 35 წელია აღინშნება - გაეცანით საინტერესო ფაქტებს

როდის არის მოსწავლის მობილობა დაუშვებელი - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ თუ სკოლის შეცვლა გსურთ

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასის მასწავლებელი მედეა ბოლქვაძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ რუსული ენის მასწავლებელი​ ინგა ციმაკურიძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა გრძელიძე პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მშობლიური ენის სილამაზე და სიმდიდრე ლექსების კითხვით, სიმღერით, საინტერესო გამოსვლებითა და სასცენო როლებით

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი თინათინ ბლიაძე პასუხობს

საინტერესო

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება