სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლის თვალებში ინტერესის დანახვა მასწავლებლისთვის უდიდესი ჯილდოა“- შრომის საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ჩხაიძე
14-11-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის დირექტორის - თინათინ ჩხაიძის ხედვით, მოსწავლის პიროვნული განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი აკადემიური წარმატება. ის სკოლაში უზრუნველყოფს პოზიტიურ, უსაფრთხო, პატივისცემით აღსავსე, მდიდარი რესურსებით აღჭურვილ გარემოს, სადაც კომპეტენტური და მოტივირებული მასწავლებლები საკუთარი მაგალითით აჩვენებენ მომავალ თაობას სწავლის მნიშვნელობას.

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ჩხაიძე პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- პოზიტიური, უსაფრთხო, პატივისცემით აღსავსე გარემო, მდიდარი რესურსებით აღჭურვილი სივრცე და კომპეტენტური და მოტივირებული მასწავლებლები.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- რამდენად ეხმარება ის მოსწავლეებს, გახდნენ წარმატებულები და რამდენად შეძლებენ რომ, მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- გუნდური მუშაობა წარმატების მომტანია. იმის ცოდნა, რომ ზურგს გიმაგრებს შეკრული გუნდი, გაძლევს მეტ თავდაჯერებულობას და მოტივაციას, რათა ბევრი სიკეთე აკეთო შენი სკოლისთვის.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- ურთიერთობები, რომლებიც დაფუძნებულია ორმხრივ პატივისცემასა და ნდობაზე, როგორც მოსწავლეებთან, ასევე კოლეგებთან.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- ის დიდ წარმატებას მიაღწევს. მოსწავლის თვალებში ინტერესის დანახვა ხომ მასწავლებლისათვის უდიდესი ჯილდოა და ამავდროულად სტიმულის მომცემი, რომ უფრო მეტი ენერგია ჩავდო სწავლების პროცესში.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- ვიყო მიუკერძოებელი და ობიექტური მიუხედევად ემოციისა. გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად ვაძლევ ადამიანს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას. ყოველთვის ვცდილობ ვიყო თავშეკავებული და შევძლო სიტუაციის ობიექტურად გაანალიზება.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- მოსწავლეები სიხარულით მოდიან და მოტივირებულები ტოვებენ, რათა შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ. ადგილი, სადაც მასწავლებლები, მშობლები და სასკოლო საზოგადოება აქტიურად და ეფექტურად თანამშრომლობენ მოსწავლის წარმატების უზრუნველსაყოფად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება