სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ყველა სიახლე, რომელიც ამ კვირაში საგანმანათლებლო სფეროში გახდა ცნობილი
15-03-2020
-
+


საქართველოში კორონავირუსის ​გავრცელებამ საგანმანათლებლო სფეროში არაერთი ცვლილება გამოიწვია. მათთვის, ვინც მიმდინარე მოვლენებს თვალყური ვერ მიადევნა, „ეტალონმა“ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები შეაჯამა:

ამ კვირაში მთავარი სიახლე არდადეგების გახანგრძლივება იყო. კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

მალევე განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, განაცხადა, რომ ამით აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება. მისი თქმით, სამინისტროს შესაბამისი გეგმა უკვე შემუშავებული აქვს. 

"ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობიდან გამოდინარე, გადავწყვიტეთ, რომ არდადეგები ყველა სასწავლო დაწესებულებაში გაგრძელდეს 1 აპრილამდე. მინდა ყველას ხაზგასმით ვუთხრა, სამინისტროს შემუშავებული აქვს გეგმა აკადემიური თვალსაზრისით, რომელსაც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები გააცნობენ მოსწავლეებს და სტუდენტებს. ეს გეგმა გარანტიას იძლევა, რომ აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება,"- თქვა ჩხენკელმა. 

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, კი ამბობდა, რომ სკოლები თავად გადაწყვეტენ, თუ როგორ აანაზღაურებენ კორონავირუსის გამო შეჩერებულ სასწავლო პროცესს.

„ეროვნული სასწავლო ცენტრის ექსპერტები ამ ეტაპისთვის მუშაობენ რეკომენდაციებზე, რომლის ფარგლებშიც თითოეული სკოლა თავისი მოსწავლის რაოდენობით, შესაძლებლობების ფარგლებში შეძლებს ეროვნული სასწავლო გეგმების ისე მოდიფიცირებს, რომ სასწავლო წლის დასრულებამდე თითოეულ მოსწავლესთან მიმართებაში განსაზღვროს პროგრამა.

შესაძლებელია გამოყენებული იყოს შაბათი დღე, შესაძლებელია დაემატოს გაკვეთილები. ამ მიმართულებით ჩვენ სკოლას მივცემთ თავისუფალ, მოქნილ გრაფიკს“, - ამის შესახებ დგებუაძემ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.

ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტრო მზად არის ელექტრონულ სწავლებაზე გადასასვლელად, ორშაბათიდან მზად იქნება პლატფორმა, სადაც მასწავლებლებს ონლაინ გაკვეთილების ჩატარება შეეძლებათ.

დღეს გაირკვა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტებთან ერთად განათლების სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის კონკრეტული ინსტრუქციები და აქტივობებია წარმოდგენილი.

რეკომენდაციების თანახმად, სკოლებს ევალებათ, მოსწავლეებს საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსები სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით მიაწოდონ, ასევე, მნიშვნელოვანია, სკოლამ მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზება გაუწიოს მშობელთა ჩართულობასა და კონსულტირებას არდადეგების პერიოდში.

შემუშავებული გეგმის ფარგლებში ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლების უზრუნველყოფა TEAMS-ის პროგრამის მეშვეობით, რაც გულისხმობს დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას. 

სააღმზრდელო პროცესი გადაიდო ბაღებშიც. საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველ აპრილამდე შეჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააგენტომ მთავრობის უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე მიღებული რეგულაციებიდან გამომდინარე მიიღო.

თბილისის მერმა დღეს განაცხადა, რომ პროდუქტები, რომლებიც ბაღებში ბავშვთა კვებისთვის უნდა გამოყენებულიყო, მშობლებს დაურიგდებათ.

გადაიწია ბაღების ავტორიზაციის პროცესმაც. „მე-9 მოწვევის პარლამენტმა გამოწვევად მიიღო სკოლამდელი განათლების ის ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც ბაღებმა ავტორიზაცია უნდა გაიარონ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება და გარკვეული მიზეზების გამო პროცესის გადავადებას გულისხმობს“, - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს, შეხვდრისას განუცხადა. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტურის კიდევ ერთხელ გადადების გადაწყვეტილება მიიღო შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა.

ცენტრმა მიმდინარე კვირაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2020 წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალიც გამოაქვეყნა.

ამ კვირაში გახდა ცნობილი ისიც, რომ 2020-2021 სასწავლო წლისთვის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო პირველკლასელებისა და მათი დამრიგებლებისთვის 55 000 ცალ პორტაბელური კომპიუტერს შეისყიდის. უწყების ინფორმაციით, ტენდერი გამოცხადებულია და მისი ღირებულება 31 მილიონ 300 ათას ლარს აღემატება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის შედეგად, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა

ქარელის საბავშვო ბაღებში შეტანილი ხორცი უხარისხო აღმოჩნდა - დეტალები 

რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

სტიპენდია 1000 ლარი ხდება - ვის ეხება ცვლილება

პედაგოგების ნაწილს საგნის გარდა, დამატებით გამოცდის ჩაბარება უწევს - მინისტრის ბრძანება მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ცვლილებებს ეხება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

​უღრმესი მადლობა, ბესო კობახიძეს მასპინძლობისთვის“

ეს იყო დღე, რომელმაც ერთდროულად გააერთიანა სიხარული, სიამაყე და განშორების ცრემლები

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა პრაქტიკულად წარმოადგინეს პროგრამის ძირითადი შესაძლებლობები

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება